ახალი ამბები
ქუთაისში დასუფთავების სამსახურისთვის 22 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა შეიძინეს
FaceBook
ქუთაისის დასუფთავების სამსახურისთვის 22 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა შეიძინეს.
ქუთაისის მერის, დავით ერემეიშვილის განცხადებით, სამსახურისთვის დაახლოებით 8 მილიონი ლარი გამოიყო. მერის თქმით, ტექნიკა ქალაქში უკვეა და მუნიციპალიტეტი ზამთარს მომზადებული ხვდება.

ქუთაისში ზამთრის პერიოდში თოვლისგან ქუჩებისა და გზების გაწმენდა წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. დიდთოვლობის დროს გადაადგილება რთულდებოდა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც. გასული ზამთრის ერთ-ერთი შემთხვევის ამსახველ ფოტოზე თოვლში ჩარჩენილი ავტობუსია.

„პრობლემური საკითხი იყო წლების განმავლობაში დასუფთავების საკითხი. მადლობა ბატონ პრემიერს იმისათვის, რომ ყოველწლიურად 40 მილიონი გვერიცხება კონკრეტული მითითებით, თუ რისთვის შეიძლება ეს თანხა დავხარჯოთ. 40 მილიონიდან დაახლოებით 8 მილიონამდე გამოვყავით დასუფთავების სამსახურისთვის.შეძენილ იქნა 22 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც უკვე ქალაქში არის. პირობას გაძლევთ, რომ წელს ქუთაისი ზამთარს მომზადებული ტექნიკით შევეგებებით“, — განაცხადა დავით ერემეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე.

გასულ წლებში ქუთაისი ზამთარს სათანადოდ მომზადებული ვერ ხვდებოდა, რის გამოც დიდთოვლობის დროს გაუწმენდავი რჩებოდა როგორც საავტომობილო გზები, ისე ტროტუარები, რაც ქალაქში გადაადგილების სერიოზულ პრობლემას ქმნიდა.

გასულ წლებში ქუთაისი ზამთარს სათანადოდ მომზადებული ვერ ხვდებოდა, რის გამოც დიდთოვლობის დროს გაუწმენდავი რჩებოდა როგორც საავტომობილო გზები, ისე ტროტუარები, რაც ქალაქში გადაადგილების სერიოზულ პრობლემას ქმნიდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის
მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და
კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.
11:39 / 24.10.2026
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.