პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა
FaceBook
დღეიდან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა უფლებამოსილება შეიჩერა.

დვალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელთან, სულხან
ქობულეძესთან მომხთან ინციდენტს უკავშირდება.

"გამოძიების ინტერესებიდან და ჩემი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, რომ არ დარჩეს ვინმეს განცადა იმისა, რომ ჩემი სტატუსი ბოროტად გამოვიყენო და ვცადო გამოძიების ინტერესებში ჩარევა, მივიღე გადაწყვეტილება და დროებით ვიჩერებ უფლებამოსილებას, სანამ გამოძიება არ დასრულდება," – განაცხადა დავით დვალმა.

მისი განმარტებით, ის არ არის ისეთი ადამიანი, რომ ვინმეს უსამართლოდ შეურაცხყოფა მიაყენოს ან დაჩაგროს. დავით დვალი ირწმუნება, რომ სულხან ქობულაძის განმარტებები სრული სიცრუეა და მისი მხრიდან ქობულაძის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენაბას ადგილი არ ჰქონია.

თუმცა, მისივე განცხადებით, კარგია ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებიც ვერ იტანენ და არ უშვებენ პირად შეურაცხყოფას, დამცირებას, მათ შორის ოჯახის წევრების გინებას პირადი საუბრის დროს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას , თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მთავრობის მიერ თბილისში დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
18:05 / 28.04.2024
მთავრობის მიერ თბილისში დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
იმერეთის მუნციპალიტეტებში თანამდებობის პირები „ქუთაისიპოსტთან“
საუბარში ღიად ამბობენ, რომ 29 აპრილს, თბილისში, „ოცნების“ მიერ
დაანონსებულ აქციაზე მიდიან.
14:00 / 28.04.2024
იმერეთის მუნციპალიტეტებში თანამდებობის პირები „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში ღიად ამბობენ, რომ 29 აპრილს, თბილისში, „ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე მიდიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.