გართობა
1 ივნისი - ბავშვთა დაცვისა და დიდების თამაშების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

არ ვიცი ბავშვთა უფლებების საკითხი როგორ იდგა ძველ რომში. თუმცა, თამაშებზე არც ისინი ამბობდნენ უარს. ჩვ.წ. აღ-მდე 17 წელს სეკულარულ იგივე ეპოქალურ თამაშებზე რომის პრინცეპსმა ავგუსტმა ახალი ერის დაწყების შესახებ განაცხადა. ახალი ეპოქა საყოველთაო მშვიდობის, ერთგულების, ღირსების, ზნეობრიობისა და ვაჟკაცობის წლად გამოცხადდა. პირველი სეკულარული თამაშები, რომელიც მიწისქვეშა  ღმერთებს ეძღვნებოდა ჩატარდა ჩვ.წ. აღ-მდე 249 წელს პირველი პუნიკური ომის დროს. თამაშები ყოველ ას წელიწადში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, ამას ხელი სამოქალაქო ომმა შეუშალა 49 წელს. 

სამწუხაროდ, არავინ შეუშალა ხელი მკვლელობას, რომელიც 193 წელს რომში მოხდა. საკუთარ სასახლეში მოკლეს რომის იმპერატორი მარკ დიდი სევერ იულიანი.

სამაგიეროდ, 1252 წელს ალფონს X კასტილიისა და ლეონის მეფე გახდა.

1479 წელს კოპენჰაგენში გაიხსნა დანიაში პირველი უნივერსიტეტი.

1495 წელს წერილობით წყაროებში პირველად ახსენეს შოტლანდიური ვისკი. მისი დამამზადებელი ბერი ჯონ კორი გახლდათ.

1533 წელს ანა ბოლეინის კორონაცია მოხდა.

1792 წელს კენტუკი აშშ-ს მე-15 შტატი ხდება.

1798 წელს ტენესი იღებს იგივე სტატუსს და მე-16 შტატად ცხადდება.

1831 წელს ინგლისელმა მკვლევარმა ჯონ როსმა აღმოაჩინა ჩრდილო მაგნიტური პოლუსი.

1862 წელს ამ საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - მთელი ამერიკის ტერიტორიაზე აიკრძალა მონობა.

1869 წელს თომას ალვა ედისონმა პატენტი მიიღო ელექტრონულად ხმის მიცემის დამარეგისტრირებელ მოწყობილობაზე.

1925 წელს დაფუძნდა ამერიკული კომპანია "კრაისლერი".

1927 წელს კანადაში ყველა მძღოლს მოსთხოვეს მართვის მოწმობის ქონა.

1936 წელს ჩარლი ჩაპლინი და პოლეტ გოდარი დაქორწინდნენ.

1946 წელს ბრიტანეთში გაიცა პირველი სატელევიზიო ლიცენზიები სულ 2 ფუნტად.





Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #1 ივნისი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.