27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და
ბავშვები" ეწვევა.
კონცერტი, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 19:30-დან დაიწყება.
ორგანიზატორები მსმენელს პოზიტიურ და ენერგიული
საღამოს ჰპირდებიან.
კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა
biletebi.ge-ზე შეეძლებათ.
მუსიკალური საღამო მულტიფუნქციური სივრცე "Underground Shanghai"-ს
ორგანიზებით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
„რეზო და ბავშვები“ პოპულარობას წლებია ინარჩუნებს და ამის ერთ-ერთი
მიზეზი მათი ენერგიული და მხიარული live შესრულებებია, რომლებიც
მსმენელს ასე განსაკუთრებით უყვარს.
მასალის გამოყენების პირობები