ახალი ამბები
ქუთაისის სახელოვნებო გაერთიანების პედაგოგებს ხელფასები გაეზარდათ
FaceBook
პედაგოგებს ხელფასი 80–90 ლარის ფარგელბში მოემატათ.

ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგებს ხელფასები გაეზარდათ.

ორგანიზაციაში სულ 404 პედაგოგი მუშაობს. მათი საშუალო ხელფასი 500-ლარამდე იყო.

მიმდინარე წლის 1 მაისიდან თითოეული მათგანის შრომის ანაზღაურებამ 80-90 ლარის ფარგლებში მოიმატა.

ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება ქუთაისის მერიიდან ფინანსდება.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ხელფასების მატება ააიპ ორგანიზაციის ადმინისტრაციის 13 თანამშრომელს არ შეხებია და მხოლოდ პედაგოგების შრომის ანაზღაურება გაიზარდა.

საერთო ჯამში, გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 13 200 ლარია განსაზღვრული.

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში სულ 15 ააიპ ორგანიზაციაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.