ახალი ამბები
ქუთაისში თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
FaceBook
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის პერიოდში, პირადი უთანხმოების გამო, სისტემატურად ათავსებდა დაზარალებულის პატივისა და ღირსების შემლახველ პოსტებს, რაც დაზარალებულში იწვევდა ფსიქიკურ ტანჯვასა და უქმნიდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას. ამის გამო, 2023 წლის 17 ოქტომბერს, დაზარალებულმა თვითმკვლელობის მიზნით მარცხენა ზედა კიდურზე, ბასრი საგნის გამოყენებით მიიყენა დაზიანება და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით) და 151¹ მუხლის პირველი ნაწილით ( ადევნება - ელექტრონული საშუალებით სისტემატურად არასასურველი კომუნიკაცია რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.