რეკლამა
ნიკოლოზ თოფურიძე მაღალმთიან სოფლებში ამომრჩეველს შეხვდა (R)
FaceBook
პარტია"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ თოფურიძე, მაღალმთიანი სოფლების - წიფის და ფონას მოსახლეობას შეხვდა.
თოფურიძემ ამომრჩეველს ხარაგაულის საკრებულოს წიფის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარობის კანდიდატი ბესო ტალახაძე წარუდგინა.
მერობის კანდიდატმა იმ შეღავათებზე ისაუბრა, რითაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. "სწორედ იმიტომ, რომ წიფა მაღალმთიანი სოფელია მთის განვითარების ფონდიდან წელს სოფლის ცენტრალური გზის 2 200 მეტრიანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია დაფინანსდა. გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება"- აღნიშნა თოფურიძემ.

მოსახლეობამ, ასევე, ინფორმაცია მიიღო ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. მერობის კანდიდატის განცხადებით, გზის 50კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და სატენდერო პროცესების გავლის შემდეგ რეაბილიტაციაც დაიწყება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.