რეკლამა
Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის თანამშრომლობა
FaceBook

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.


თანამშრომლობის ფარგლებში, ორწლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ცალკეული საგანმანათლებლო სერვისების შემუშავებას და დანერგვას უზრუნველყოფს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია აიტი და ციფრული(ICT) მიმართულებებით, ახალი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება.

პროექტის განმავლობაში, Skillwill-ი, ჩართულ პარტნიორებთან ერთად, გაზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე და განავითარებს სასწავლო პლატფორმას, რომელიც ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე. პროექტის ფარგლებში, 1000 სტუდენტის გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა დაგეგმილი.

 

პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქუთაისსა და ბათუმში სქილვილის ტრენინგ ცენტრები გაიხსნა.

ტრენინგ ცენტრები აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით, რაც სტუდენტებს სწავლის პროცესში შეიძლება დასჭირდეთ. მნიშვნელოვანია, რომ სქილვილის სტუდენტებს, ნებისმიერ დროს ექნებათ წვდომა ტექნიკასთან და შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სწავლების პროცესში.


ლანა ჩხარტიშვილი:
„Skillwill, როგორც პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი რეგიონში, უნიკალურია სწორედ იმით, რომ ხელმისაწვდომია ყველასთვის, განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის, სქესის, პროფესიის, ინტერესის, და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიუხედავად. პროგრამების შემუშავებისას მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, რომ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი რამის სწავლა, რაც მართლა გამოადგებათ კარგი სამსახურისა შოვნასა და მაღალი ანაზღაურების მიღებაში. ტრენინგ ცენტრები ქუთაისსა და ბათუმში, დამატებით კიდევ უფრო მეტად ზრდის ხელმისაწვდომობას რეგიონებში და ეხმიანება ჩვენს მიზნებს.“



გარდა ტექნიკური სწავლებისა, სქილვილისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი ნეთვორქინგია, რაც საჭირო პროფესიული კავშირების შეძენას გულისხმობს. ამ მიზნით, ადგილზე დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიება, ვორკშოპი, ლექცია, ტრენინგი, მათ შორის გასართობი ღონისძიებები, რომ სტუდენტებმა არა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, არამედ ფიზიკურ გარემოშიც გაიცნონ ერთმანეთი და შეიძინონ მნიშვნელოვანი პროფესიული კონტაქტები.


ცოტნე იაშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა უნარების განვითარებაში და კვალიფიციური კადრების გადამზადებაში. სქილვილთან თანამშრომლობა წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შთამბეჭდავი შუალედური შედეგების მიღება. ICT პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ტრენინგ ცენტრების გახსნა ქუთაისსა და ბათუმში სწორედ ამას ადასტურებს. “


პროექტის მიზნებია, დარგის ექსპერტების ჩართულობით,  ICT მიმართულებით  10 მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება, რომლებიც როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე გაივლიან აკრედიტაციას. ასევე ზოგადი განათლების საფეხურზე, მე-9-10 კლასის მოსწავლეებისთვის მუშავდება საბაზისო კურსი, რომელიც პროფორიენტაციის მიზნით, მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას მოსინჯონ ICT მიმართულების პროფესიები და მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება სამომავლო პროფესიის შერჩევასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგადი განათლების საფეხურზე, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის შემუშავდება სამწლიანი ინტეგრირებული პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულებიც ერთდროულად მიიღებენ როგორც სრული ზოგადი განათლების ატესტატს, ისე პროფესიის დიპლომს.


პროგრამებზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის სტიმულირების მიზნით მხარდაჭერილია ახალგაზრდების, ქალების, სოფლად მცხოვრები, ეთნიკური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ჩართულობა.


სქილვილში სწავლა 19 აპრილს იწყება. დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.