რეკლამა
ცოტნე ზურაბიანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა (R)
FaceBook
ცოტნე ზურაბიანმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წყალტუბოში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე კანდიდატმა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გააცნო წყალტუბოსთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა.

"ის განწყობა, შემართება, რომელიც მოდის წყალტუბოს მოსახლეობის მხრიდან არის ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ძალა, რომელიც გვაძლევს სტიმულს ვიყოთ ძალიან აქტიურები პარალმენტში. მჯერა, რომ 8 ოქტომბერს, 8 საათზე ქართული ოცნება წყალტუბოელებთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს"- ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

კანდიდატი ასევე, წყალტუბოში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველა პარტიას საშუალება ჰქონდა თანასწორუფლებიან გარემოში წარემართათ კამპანიები.

"დღემდე წყალტუბოში ყველა პარტიას თანასწორუფლებიან გარემოში გვიწევდა კამპანიების წარმართვა. მე ამაყი ვარ, რომ ასეთ გარემოში მიწევს არჩევნებში მონაწილეობა. ახლა კი უკვე 8 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები"-განაცხადა ზურაბიანმა.

შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე; თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე. თითოელმა მათგანმა მიმართა შეხვედრაზე მოსულ ამომრჩევლებს და ცოტნე ზურაბიანის მხარდაჭრისკენ მოუწოდეს.

"ცოტნე ზურაბიანისა და ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემით ჩვენ ხმას ჩვენს მომავალას ვაძლევთ. ჩვენი ქვეყნის დაცვა დღეს საარჩევნო ყუთზე გადის. დღევანდელი შეხვედრით ყველაფერი ითქვა. ეს არის იმ დიდი გამარჯვების დასაწყისი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 8 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ" - ამბობს კონსტანტინე მამისეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

შეხვედრას რამდენიმე ასეული ადგილობრივი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან წარმოდგენილები. დღევანდელი შეხვედრით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. აქვე აღვნიშნავ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრების ორი ეტაპი გამართა. შეხვედრები ასევე, მოიცავდა კარდაკარის პრინციპით თითოეული ამომრჩევლის ინფორმირებას საარჩევნო პროგრამის ირგვლივ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.