რეკლამა
თეა წულუკიანი და ოთარ დანელია მარტვილსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ (R)
FaceBook
მარტვილსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამ იმ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც არჩევნების დასრულებისთანავე არის დაგეგმილი.

"განვლილი 4 წლის მანძილზე ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და საქართველო განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ. ამ გზას ყველაზე კარგად კი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და მისი კანდიდატი ოთარ დანელია გააგრძელებს!"- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ამომრჩეველთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროს მიერ რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობას და მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის უპრეცედენტო რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული. მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევა განხორციელდება განსაზღვრული გზებით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დაინერგა საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი," - განაცხადა მან.

თეა წულუკიანმა 2017 წელს, მარტვილში, იუსტიციის სახლის მშენებლობა დაანონსა და აღნიშნა, რომ ახალი იუსტიციის სახლი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას შესთავაზებს. შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოთარ დანელიას არჩევნებში წარმატება უსურვა და განაცხადა,

"ოთარ დანელია არის პიროვნება, რომელსაც მთავრობა ენდობა. მას არ სჭირდება შუამავლები სამინისტროში, რომ თქვენი გასაჭირი შესაბამის უწყებებთან მიიტანოს. მჯერა, რომ მარტვილისა და აბაშის მოსახლეობა მაგალითს აჩვენებს და სწორ არჩევანს გააკეთებს!"

იუსტიციის მინისტრმა რეგიონში ვიზიტის ფარგლებში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი, გივი ელიავას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერა და მარტვილის საკათედრო ტაძარს ესტუმრა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.