"უნდა ვიყოთ რეალისტები და არ ვიოცნებოთ" - "ტორპედოს" ახალი ინვესტორი
FaceBook

ფაბიო მანინომ, რომელმაც "ტორპედოს" შეძენის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 6 თებერვალს მოაწერა, კლუბში პირველი პრესკონფერენცია გამართა.


კლუბის ახალმა მფლობელმა ინვესტორთა ჯგუფსა და ქუთაისის მერიას შორის შეთანხმებაზე ისაუბრა, თუმცა, არ დააკონკრეტა რა ვალდებულებებით გადაიბარა გუნდი.


მანინოს თქმით, პირველი პირობა, რაც ფეხბურთელებისა და კლუბის თანამშრომლების სახელფასო დავალიანების დაფარვას შეეხებოდა, შესრულებულია და მან 1 700 000 ლარი უკვე გადაიხადა. "ტორპედოს" საბანკო ვალდებულებებს კი ქუთაისის მერია გაისტუმრებს. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ინვესტორი ამბობს, რომ კლუბში თანხას საჭიროების მიხედვით მოიზიდავს.


მანინოს დღეს არ დაუმალავს, რომ მერიასთან მოლაპარაკებები რთული და ხანგრძლივი იყო.


"გულწრფელად რომ  გითხრათ,  ჩვენი მოლაპარაკებები საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. ეს დაიწყო გასული წლის დეკემბერში და რთული გზა გავიარეთ, ვიდრე  ხელშეკრულებას გავაფორმებდით. კონტრაქტის მიხედვით, ჩვენ დავფარავთ ფეხბურთელების და თანამშრომლების მიმართ არსებულ დავალიანებას და ეს იქნება პირველ ეტაპზე ჩვენი ინვესტიცია.  შემდეგ, კლუბის საჭიროების მიხედვით,  ეტაპობრივად მოვახდენთ თანხების მობილიზებას. ვერ გეტყვით, რომ  ბიუჯეტი მზად გვაქვს, ჯერ უნდა შევისწავლოთ სიტუაცია. ამიტომ, უნდა ვიყოთ რეალისტები და არ უნდა ვიოცნებოთ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს კლუბი დავხუროთ, არამედ, გავაგრძელებთ იმ ტრადიციებს, რაც მას აქვს. ", - განაცხადა ფაბიო მანინომ.


​მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანა პირველ მარტს დაგეგმილ შეხვედრაში ღირსეული გამოსვლაა.


"ეს არის მთავარი საკითხი ამ წუთში. ჩვენ ახლახანს დავასრულეთ მოლაპარაკებები და გვაქვს ძალიან მცირე დრო, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვემზადოთ ისე, როგორც კლუბს შეეფერება. ამ ერთ კვირაში ვაპირებთ,  ტექნიკურ პერსონალთან ერთად შევარჩიოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც  ამ მატჩში ითამაშებენ", - განაცხადა ფაბიო მანინომ.

კლუბის ახალმა მფლობელმა დღესვე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიხეილ აშვეთია წარადგინა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.