უარი საზოგადოებრივ მაუწყებელს–„ტორპედომ“ მატჩის ტრანსლაციის უფლება „სილქ უნივერსალს“ გადასცა
FaceBook
"ტორპედომ" "ლუდოგორეცთან" მატჩის ტრანსლაციის უფლება "სილქ უნივერსალს" გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია პირველი არხი, დღეს გავრცელებულ განცხადებაში, მატჩის ტრანსლაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა და კლუბისგან პასუხს ელოდა, როგორც ირკვევა ევროპა ლიგის პლეი -ოფის შეხვედრის პირდაპირ ეთერში ნახვას გულშემატკივარი სხვა ტელეარხის ეთერით შეძლებს.

"ჩვენთვის პრიორიტეტად იქცა ის, რომ აღნიშნულმა ტელეკომპანიამ ბულგარულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით, განმეორებითი მატჩიც "სილქ უნივერსალის" ეთერში გავა, კლუბისთვის კი მნიშვნელოვანია, გულშემატკივარმა ორივე მატჩს უყუროს.
შესაბამისად, 23 აგვისტოს, 20:00 საათზე, ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩი "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცს" შორის "სილქ უნივერსალის" ეთერში გავა, რომელიც მთელ საქართველოში მაუწყებლობს",–ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია პირველი არხი, 16 აგვისტოს "ტორპედოსა" და ალბანურ "კუკესს" შორის გამართული მატჩის შესახებ "ტორპედოს" საყვედურს დღეს  გამოეხმაურა. კლუბის ადმინისტრაცია უკმაყოფილო იყო იმით, რომ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე ყველა ქართულმა კომპანიამ უარი განაცხადა.

პირველი არხის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი ტელეკომპანიამ მომხდარში "ტორპედოს" ადმინისტრაცია დაადანაშაულა და განმარტა, რომ კლუბმა სიგნალი კერძო კომპანიას მიჰყიდა, რის გამოც მათ შესაძლებლობა არ მიეცათ ალბანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან სიგნალის გაცვლის შესახებ მოლაპარაკება ეწარმოებინათ. განცხადებაში საზოგადოებრივი მაუწყებელი "ტორპედოს" მიერ ტრანსლაციის უფლების კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაზეც მიუთითებდა და კლუბისგან "ლუდოგორეცთან" მატჩის ტრანსლაციის უფლების გადაცემაზე თანხმობას ელოდა.

"ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივარი ორივე თამაშს იხილავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ან სხვა ქართული მედიაარხის საშუალებით (იმ შემთხვევაში, თუ "ტორპედო" ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს). ამჟამად კი, როცა მატჩამდე ორი დღეც კი არ რჩება, ტრანსლაციის უფლების გადმოცემაზე ჩვენ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია",- წერდა საზოგადოებრივი მაუწყებელი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპა ლიგის პლეი–ოფში ქუთაისის "ტორპედოსა" და ბულგარეთის "ლუდოგორეცს" შორის შეხვედრა 23 აგვისტოს მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება.

ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ქუთაისური კლუბი მატჩს საკუთარ მოედანზე კვლავ ვერ მიიღებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.