ისტორიაში პირველად, აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე,
საქართველომ მედალი მოიპოვა.
ნაკრების ორივე სპორტსმენი ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა
გაერთიანების მოსწავლეა (მწვრთნელი: ნიკოლოზ მიქაუტაძე).
აკადემიური ნიჩბოსნობის აბსოლუტურ ასაკში, ორადგილიანი გასაშლელი
ნავით, გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა 2000-მეტრიანი
დისტანცია 06:59,12 წამში დაფარეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში
გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები