ახალი ამბები
"საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ" - გეგუთის ციხეში პატიმრის მკვლელობაზე მსჯავრდებულის ადვოკატი
FaceBook

გეგუთის ციხეში ცემით მოკლული პატიმრის, გიგა ფარტენაძის საქმის  სასამართლო განხილვა  დასასრულს უახლოვდება.


ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მორიგი პროცესი 31 მაისს გაიმართა, სადაც საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, შოთა შანიძის ადვოკატმა  ახლადგამოვლენილ გარემოებებზე ისაუბრა.

გიორგი გოგინავამ სასამართლოზე პროკურატურიდან მოპოვებული მასალები წარმოადგინა, რომლებიც მისი თქმით, გამამართლებელი განაჩენის საფუძველია.


ადვოკატის თქმით, მასალები ეხება ფარტენაძის საქმის პარალელურად   დაწყებულ გამოძიებას, რომელსაც მთავარი პროკურატურა იმ პირების მიმართ აწარმოებდა, რომლებიც მსჯავრდებულმა შოთა შანიძემ ფარტენაძის მკვლელობაში რეალურ დამნაშავეებად დაასახელა. მათ შორის საუბარია ციხის ადმინისტრაციასა და  ე.წ. მაყურებლებზე. ჯამში 14-მდე პირზე, რომლებიც გოგინავას თქმით, პროკურატურას უკვე დადგენილი და გამოვლენილი ყავს, თუმცა, საქმე ბოლომდე არ მიყავს.


ადვოკატმა პროკურატურის  მასალების საქმეზე დართვა მოითხოვა, თუმცა, მოსამართლეთა კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.


მოსამართლეების უარმა  მსჯავრდებული შოთა შანიძე გააღიზიანა და მან პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა. მსჯავრდებულის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ მომდევნო პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას მოითხოვს.


„სასამართლომ ამ შემადგენლობით გამამართლებელი განაჩენიც რომ გამოიტანოს, მათი გადაწყვეტილება ვერ იქნება ობიექტური, რადგან ისინი უარს ამბობენ ამ მტკიცებულებების გაცნობაზე. პროკურატურას უკვე გამოვლენილი და დადგენილი  ჰყავს რეალური დამნაშავეები, თუმცა, საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ. თუ მათაც უნდათ, რომ ჩაყვნენ ამ საქმეს, მათი ნებაა“, - ამბობს გიორგი გოგინავა.


ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მომდევნო პროცესი 28 ივნისს ჩაინიშნა, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.


დასკვნითი სიტყვის უფლებით უკვე ისარგებლა მსჯავრდებულმა შოთა შანიძემ.  მან დეტალურად გაიხსენა 2014 წლის 4 მარტს, გეგუთის ციხის საკანში მომხდარი ჩხუბი,  რომლის შედეგადაც 24 წლის გიგა ფარტენაძე გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მისი თქმით, საკანში დაპირისპირება ფარტენაძესა და ერთ–ერთ პატიმარს, ახლა უკვე საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი სეხნიაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს ციხის ადმინისტრაციამ საკანში ე.წ. მაყურებლები გოჩა აბზიანიძე და ლაშა ჭკადუა შეუშვა,  რომლებმაც ფარტენაძეს  სასიკვდილოდ სცემეს. შანიძის თქმით, პატიმრის ცემაში მონაწილეობდნენ გიორგი სეხნიაშვილი და მესამე მსჯავრდებული, ლევან მოისწრაფიშვილი. თავად კი ფარტენაძე არ უცემია.


მსჯავრდებულმა პროცესზე ციხეში არსებულ სისტემურ დანაშაულზეც ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიებამ ხელი დააფარა საქმეში მონაწილე სხვა დამნაშავე პირებს.  არ დასაჯა  არც ციხის ადმინისტრაცია, რომლებმაც ღამის საათებში საკანში, სადაც მკვლელობა მოხდა, ე.წ. მაყურებლები შეუშვა.


შოთა შანიძე ოთხი წელია სასჯელს სამარტოო საკანში იხდის. მისი თქმით, მან ბოლომდე ითანამშრომლა პროკურატურასთან, თუმცა, სანაცვლოდ ზეწოლა და დაშინება მიიღო.


შანიძემ პროცესზე მის მიმართ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც ისაუბრა. თქვა, რომ მის ოჯახს დაცვა მოუხსნეს და მისი ლიკვიდაციის საფრთხეც არსებობს.


24 წლის გიგა ფარტენაძე გეგუთის ცეხეში 2014 წლის 4 მარტს, ცემით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით,  საკანში მყოფ მსჯავრდებულებს: შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შანიძემ, სეხნიაშვილმა და მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ სასტიკ ძალადობას, კერძოდ, გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და თავს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ.


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შოთა შანიძეს 15, გიორგი სეხნიაშვილს 9 და ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.



ამავე თემაზე: 

მსჯავრდებული, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, კვლავ უგონო მდგომარეობაშია

გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა

გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებულმა, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე
ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას  შეუზღუდავად
შეძლებენ.
20:47 / 23.08.2019

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას  შეუზღუდავად შეძლებენ.

ბოლონია და კიოლნი - ვიზეარი ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ორ
მიმართულებას აანონსებს.
12:53 / 23.08.2019
ბოლონია და კიოლნი - ვიზეარი ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ორ მიმართულებას აანონსებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
სპეც. მასწავლებლისა და საგნობრივი პედაგოგის პოზიციაზე, ქუთაისში 26 საჯარო სკოლის მიერ  93 ვაკანსიაა გამოცხადებული. 
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
ბოლო სამი თვის განმავლობაში პოლიციამ სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს.
ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაზე განთავსებული საათი,  რომელიც ორ კვირაზე მეტი გაჩერებული იყო, დღეს ამუშავდა.
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.
ქუთაისში 26  საჯარო სკოლის მიერ  59 ვაკანსიაა გამოცხადებული მასწავლებლის პოზიციაზე.  
ხონში მცხოვრებმა 12 წლის მარიამ მურღვლიანმა ძალოსნობის ტურნირზე ისევ გაიმარჯვა, რითაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა.