პოლიტიკა
ენმ–ს ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს 20 იანვრის ყრილობის შემდეგ აირჩევენ
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს 20 იანვრის ყრილობის შემდეგ აირჩევენ.
ამ დროისთვის კი პარტიის წევრის და ქალაქის საკრებულოს დეპუტატის, გია უკლებას თქმით, გიორგი თევდორაძე საქალაქო ორგანიზაციის ფორმალური თავმჯდომარეა.

თუ ვინ უხელმძღვანელებს ენმ–ს ადგილობრივ ორგანიზაციას, ამ დროისთვის უცნობია. უკლებას განმარტებით, ახალ თავმჯდომარეს 20 იანვრის ყრილობაზე პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების შემდეგ აირჩევენ.

მისივე ინფორმაციით, პოლიტსაბჭო გადაწყვეტს როდის და როგორ უნდა მოხდეს საქალაქო ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევა.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის მომავალი თავმჯდომარის სავარაუდო კანდიდატებზე საუბარი
გია უკლებას ნაადრევად მიაჩნია, ხოლო თანაგუნდელების გამიჯვნას დემოკრატიულ პროცესად აფასებს.

მისი თქმით, ეს მათი პოლიტიკური არჩევანისა და გემოვნების საკითხია.

"ზოგიერთმა "ნაციონალებიდან" გამიჯნულმა ორგანიზაციამ მარიხუანა დათესა. ეგ არაა ჩემი პრობლემა, რას გააკეთებენ ისინი. მათ შეუძლიათ მოწიონ მარიახუნა ან რეალიზება გაუწიონ მომავალში, ეს არ არის ჩემი პრობლემა", - აღნიშნავს უკლება.

"ნაციონალური მოძრაობის" 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობაზე ქუთაისის ორგანიზაციიდან 400-მდე დელეგატი გაემგზავრება.

რაც შეეხება გია თევდორაძეს, ის ამ დროისთვის პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ოფისში არ იმყოფება. მასთან ტელეფონზე დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ყოფილი დეპუტატის ტელეფონი გათუშულია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის შეთავაზებას, აგენტების შესახებ კანონის
უკან გაწვევის შემთხვევაში ამერიკასთან 
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, ''ქართული ოცნება'' უარით
პასუხობს.
14:09 / 21.05.2024
აშშ-ის შეთავაზებას, აგენტების შესახებ კანონის უკან გაწვევის შემთხვევაში ამერიკასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, ''ქართული ოცნება'' უარით პასუხობს.
იმ შემთხვევაში,
თუკი პარლამენტი ვეტოს დაძლევს და ძალაში შევა რუსული კანონი,
შესაძლოა, აშშ-მ და ევროკავშირმა ის პირები დაასანქციროს, რომლებმაც
მხარი დაუჭირეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. 
11:33 / 21.05.2024
იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი ვეტოს დაძლევს და ძალაში შევა რუსული კანონი, შესაძლოა, აშშ-მ და ევროკავშირმა ის პირები დაასანქციროს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.