კულტურა
სიცოცხლის გემო - გამოფენა„ ვარლაში“ დეპუტატობის კანდიდატების თანხლებით (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში მხატვართა კავშირის რეგიონალური ორგანიზაციის საგამოფენო დარბაზში "ვარლა" ირმა კუხიანიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.


"სიცოცხლის გემო" - ასე დაარქვა მხატვარმა გამოფენას, სადაც მისი ძველი და ახალი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

"თვითმყოფადი, გამორჩეული ხელწერისა და საუკეთესო ტექნიკის მქონე მხატვარი," - ასეთია სპეციალისტების შეფასებები ირმა კუხიანიძის შემოქმედებაზე.

გამოფენაზე აღინიშნა იმ ძიებების შესახებაც, რომელსაც მხატვარი ბოლო პერიოდში მიმართავს.

"ირმა კუხიანიძე არის მხატვარი, რომელიც უკან არ იხედება და დიდი ნაბიჯებით მიდის წინ", - აღნიშნეს მხატვრის კოლეგებმა.

მხატვარმა იტალიაში, ქალაქ ჩეკანოში  ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მოწონება დაიმსახურა.

მოწონება დაიმსახურა აღნოშნულმა პერსონალურმა გამოფენამაც, რომელმაც სიცოცხლის გემო ფერთა ჰარმონიით და ფორმათა უჩვეულობით გადმოსცა.

გამოფენას სხვა სტუმრებთან ერთად "ქართული ოცნების" ქუთაისის დეპუტატობის  ორი კანდიდატი, კობა ნარჩემაშვილი და გენადი მარგველაშვილი დაესწრნენ. ისინი სიტყვითაც გამოვიდნენ და გარკვეული შეფასებებიც გააკეთეს ირმა კუხიანიძის შემოქმედების შესახებ.

გამოფენა "ვარლაში"ერთ კვირას გაგრძელდება.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.