კულტურა
ქუთაისში ოპერის თეატრის დამაარსებლის ასი წლის იუბილე აღინიშნება
FaceBook
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები, ორკესტრი და გუნდი. 

მთავარი დირიჟორი - რეზო ჯავახიშვილი, ფორტეპიანო - გიორგი გრძელიძე. 



მუსიკოსმა და დირიჟორმა თეიმურაზ კობახიძემ ქუთაისში ოპერის თეატრი 1969 წელს დააფუძნა.

1952-1962 წლებში იგი იყო ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1962-1968 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, პარალელურად თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის მთავარი დირიჟორი; 1968 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი. 

თეიმურაზ კობახიძისადმი მიძღვნილი კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ბილეთის ფასი პარტერი 10 ლარი, ბელეტაჟი, იარუსი  - 5 ლარი.

კონცერტი მესხიშვილის თეატრში გაიმართება. 

ქუთაისის ოპერის თეატრში სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები მერვე თვეა მიმდინარეობს. 

რეკონსტრუქცია გულისხმობს თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას.

პროექტის მიხედვით სამუშაოები 2025 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით. ფესტივალი
თეატრალური იმერეთი 2024 გაიმართება. 
10:02 / 04.06.2024
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით. ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2024 გაიმართება. 
ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის)
ბრიტანეთისა და საფრანგეთის ,,კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების
12:25 / 08.05.2024
ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის) ბრიტანეთისა და საფრანგეთის ,,კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების" გამარჯვებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.