პოლიტიკა
ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა
FaceBook
ცნობილია იმ ფინანსური სანქციების ჩამონათვალი, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს უწესებს.
ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ანალოგიური სანქციები დაუწესდება ბელორუსსაც, უკრაინაზე თავდასმაში მონაწილეობისთვის.

სასანქციო ღონისძიებების ფარგლებში ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება და ისინი გამოეთიშებიან გაერთანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას. ეს გულისხმობს VTB ბანკის დაუყოვნებლივ გაყინვასაც.

გთავაზობთ დანარჩენი სანქციების ჩამონათვალს სრულად:

კანონმდებლობა აუკრძალავს ძირითად რუსულ კომპანიებსა და სახელმწიფოს ფინანსების მოზიდვას ან ფულის სესხებას ბრიტანულ ბაზარზე.

აქტივების გაყინვა შეეხება 100 ახალ ინდივიდსა თუ სუბიექტს.

ავიაკომპანია „აეროფლოტს“ უკრაინის ტერიტორიაზე დაჯდომა აეკრძალება.

შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპორტო ლიცენზიები, რაც დაფარავს ისეთ პროდუქციებს, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.

დიდი ბრიტანეთი რამდენიმე დღეში შეაჩერებს მაღალტექნოლოგიური ნივთებისა და ნავთობგადამამუშავებელი ტექნიკის ექსპორტს.

ლიმიტი დაწესდება დეპოზიტებზე, რომლის განთავსებაც რუსებს ბრიტანულ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ.

ამასთანავე პრემიერი ჯონსონი განმარტავს, რომ მას აქვს სურვილი იმუშაოს მოკავშირეებთან Swift-ის გადახდების შესაჩერებლად, მაგრამ მისი თქმით, ეს ჯერჯერობით გამოწვევად რჩება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.