ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ამ წუთებში განაცხადა.

"გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია.

ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.