ახალი ამბები
''აქციებზე სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა''-მედიაომბუდსმენი
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა.

განცხადებაში წერია, რომ 28 აპრილიდან - 01 მაისამდე პერიოდში:

სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა ტელეკომპანია პირველის ოპერატორს ნიკო კოკაიას.

სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა პუბლიკას ჟურნალისტებს: ლიკა ზაკაშვილს და მამუკა მგალობლიშვილს.

სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტებს და ოპერატორებს: ნანუკა ქაჯაიას და დავით ბერაძეს
ასევე ეშლებოდათ ხელი საქმიანობაში გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს;

სპეცრაზმელებმა სცემეს ონლაინგამოცემა აი, ფაქტის ჟურნალისტი რობი ზარიძე.

თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა CNews Exclusive-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე.

''ჟურნალისტების და ოპერატორების ინტერესების გათვალისწინებით, მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.
ორგანიზაციამ 2024 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებისზე თავდასხმის 14 შემთხვევის შესახებ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას.
2023 წლის მარტიდან კი მედიის მხარდასაჭერად 21 საქმეს აწარმოებს,''- ნათქვამია განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საპროტესტო აქციები 27-ე დღეა, რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ კანონის მიღებას არ დაუშვებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
16:25 / 04.10.2024
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და
საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237
მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
12:51 / 04.10.2024
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.