პოლიტიკა
გია თევდორაძე "ნაციონალებს" - იმედია ერთმანეთის ლანძღვას დავასრულებთ
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, გია თევდორაძე ყრილობის მონაწილეებს სოციალური ქსელით მიმართავს.
ის ყოფილ თანამოაზრეებს წარმატეტებებს უსურვებს და აღნიშნავს, რომ მათ საერთო მიზანი აქვთ.

"მინდა წარმატება ვუსურვო "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ყრილობის მონაწილეებს. მიუხედავად ცალ-ცალკე გასავლელი გზებისა, ფუნდამენტური ფასეულობა და მიზანი გვაქვს საერთო; საქართველოს ტერიტორიულო მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ოლიგარქ ივანიშვილის არაფორმალური მართველობის დასრულება! იმედია ერთმანეთის ლანძღვას დავასრულებთ საბოლოოდ და ქვეყნის რეალურ პრობლემებზე და მტრებზე ვკონცეტრირდებით!" - წერს გია თევდორაძე სოციალურ ქსელში "ფეისბუქი".

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს მიმდინარე წლის 20 იანვრის ყრილობის შემდეგ აირჩევენ.

პარტიის წევრის და ქალაქის საკრებულოს დეპუტატის, გია უკლებას განმარტებით, ენმ–ს პოლიტსაბჭო გადაწყვეტს როდის და როგორ უნდა მოხდეს საქალაქო ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევა.

"ნაციონალების" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე კი პარტია "ევროპულ საქართველოს" შეუერთდება.

მასთან ერთად ენმ–ს ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის მდივანმა, კოტე რატიანმა და კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. მათ შორის ქალაქის საკრებულოს დეპუტატები ამირან ძოწენიძე და დავით გოგისვანიძე არიან.

"ნაციონალური მოძრაობის" მიმდინარე ყრილობაზე დასასწრებად ქუთაისის ორგანიზაციიდან 400–მდე ადამიანი გაემგზავრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის
სტუდენტები
18:26 / 30.04.2024
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები "რუსული კანონის"  წინააღმდეგ, ამ წუთებში, აქცია-მსვლელობას მართავენ.
ყოფილი კინოთეატრის,  
14:18 / 30.04.2024
ყოფილი კინოთეატრის,  "სულიკოს" შენობის შეძენის შემდეგ, ბიზნესმენმა ვიტალი ონიანმა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორიაც იყიდა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.