„გაერთიანებული ოპოზიციის“ აქციაზე დღეს მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირებთან კავშირს უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“ და აცხადებენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულ პირებს არ იცნობენ.
„ოფისიდან არ გავსულვართ. ჩვენც პირდაპირ ეთერში ვნახეთ ეს
ინცინდენტი. არ ვიცი ვინ იყვნენ, დიდი ალბათობით, იმ
უბნის მცხოვრებლები იყვნენ და გამოთქვეს პროტესტი“,- ამბობს
მერიის ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელი,
გაბრიელ ფოლკერშტერნი, რომელიც ბოლო დღეებში ოპოზიციური პარტიების
ოფისებზე თავდასხმებში აქტიურად მონაწილეობდა.
რა ხდებოდა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქციაზე,
ნახეთ ვიდეო.
ქუთაისში, "გახარია საქართველოსთვის" მერობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის პლაკატს მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის, დავით ერემეიშვილის პლაკატი გადააკრეს.
მასალის გამოყენების პირობები