პოლიტიკა
ქალაქის მერის გაზრდილი ფუნქციები
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლითაც საკრებულოს უფლებამოსილებები ქალაქის მერს გადაეცა, ქუთაისის პოლიტიკურ წრეებში კრიტიკა მოჰყვა.
სარეკბულოს უმცირესობა თვლის, რომ თვითმმართველობა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების განშტოებად ჩამოყალიბდა, რეალური ფუნქციების მიღმა რჩება.
ქუთაისის საკრებულოს უმცირესობის წევრი ბესო ბრეგაძე განმარტავს, რომ კოდექსში განხირციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არა ერთიანად, არამედ საკრებულოს სხდომებზე პერიოდულად იგებენ.
"წინა სხდომაზე, მაგალითად, ქუჩების სახელდების თემა გამოიტანეს, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ შექნილმა კომისიამ წაიღო. ქუთაისში რომ გინდოდეს ქუჩაზე სახელის გადარქმევა, ეს ამ კომისიამ უნდა განიხილოს. ადრე საკრებულოსთან იყო შესაბამისი კომისია, რომელიც ამ საკითხებს განიხილავდა," - ამბობს ბესო ბრეგაძე.
მორიგი საკანონმდებლო ცვლილება, რაზეც საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი მიანიშნებს შესყიდვების გეგმაა, რომელსაც ქალაქის მერი მომხდარი ცვლილების შემდეგ, უკვე ერთპიროვნულად ამტკიცებს.
"გამგებელი/მერი არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით," - განმარტავს საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ. (მუხლი 54, პუნქტი 1)
ასევე, ქალაქის მერს შეუძლია დამოუკიდებლად განკარგოს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შესული ქონება და საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით, საკრებულოს თანხმობის გარეშე, გაყიდოს ან გააიჯაროს.
აქედან გამოდინარე, ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი თვლის, რომ თვითმმართველობის ფუნქციების თანდათანობით შემცირებით დეცენტრალიზაციის არსი კნინდება, რაც ქალაქებსა და სოფლებს არ აძლევს განვითარების საშუალებას  
"ეს ცვლილებები მანამდე იყო საკრებულოს ფუნქციები, რომლებიც დებულებით და კოდექსით იყო განსაზღვრული, მაგრამ ნელ-ნელა შევიწროვდა. ჩვენ დავრჩით ბიუჯეტის მიმღები ორგანო, რომელიც ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში მონაწილეობას ვერ იღებს. ეს დეცანტრალიზაცია არაა, ესაა ცენტრალიზაცია. ეს ევროპისკენ არ მიგვაქანებს და განვითრებისკენ ნამდვილად არ წაგვიყვანს. დღეს საერთოდ დავიწყებულია რეალური თვითმმართველობის არსი თუ რას ნიშნავს ის ქალაქის და სოფლის განვითარებისთვის. ვხდებით ცენტრალური ხელისუფლების განშტოება, რომელსაც თავისი პრობლემები უფრო მეტი აქვს, ვიდრე თვითმმართველობებს," - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე.
საკრებულოს უფლებამოსილებების შემცირების შესახებ უმცირესობის წარმომადგენლის მოსაზრებას არ იზიარებენ უმრავლესობაში. ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის წევრი, ლაშა გვენეტაძე ამბობს, რომ მერს გარკვეული უფლებამოსილებები მართალია გაეზარდა, თუმცა საკრებულოს წინაშე ანგარიშის ჩაბარების უფლება უცვლელი დარჩა.
"პირიქით, კანონმა საკრებულოს ზედამხედველობის უფლება დაუტოვა იმით, რომ მერს ანგარიშის ჩაბარების უფლება აქვს. შემცირება-გაზრდაზე ვერ ვიტვით იმიტომ, რომ ამ სამართლებრივ აქტებს ისედაც მერია ამზადებდა და შემოქონდა საკებულოში. შემდეგ საკრებულო იხილავდა ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მათ მიზანშეწონილობას," - აღნიშნავს ლაშა გვენეტაძე.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საკრებულოების უფლებამოსილების შემცირებასა და მერების კომპეტენციის ზრდაზე კომენტარს არ აკეთებენ. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ ეს საკითხი მოძველებულია.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 5 თებერვალს მიიღო. საკანონმდებლო ორგანომ ამ დრომდე კოდექსში ცვლილებათა პაკეტი სულ 12-ჯერ შეიტანა. ბოლო ცვლილება კოდექსში მიმდინარე წლის 22 ივლისს შევიდა.
დეა მანაგაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.