პოლიტიკა
თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს თავმჯდომარეს, სამის ნაცვლად, ოთხი მოადგილე ეყოლება
FaceBook
თვითმმართველ ქალაქებში, ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე დაემატება და სამი მოადგილის ნაცვლად, ოთხი ეყოლება.

აღნიშნულს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავს.

დაგეგმილია საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღებაც.

თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულო ხუთი კომისიით ფუნქციონირებს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. არსებული კოდექსი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის არსებობას არ ითვალისწინებს. ახალი კანონის მიღების შედეგად კი, თითოეულ საკრებულოში დამატებით ხუთი თანამდებობის პირის შტატი შეიქმნება. თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებს კი თავმჯდომარის მოადგილის თითო შტატიც დაემატება.

როგორც "ქართულ ოცნების" პარტიაში ამბობენ, აღნიშნული ცვლილებებით, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების მუშაობა გაძლიერდება.

“საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა რაიმე მიზეზით საკრებულოში არ ყოფნის შემთხვევაში იქმნება პრობლემა, თუ ვინ უნდა მოიწვიოს და გაუძღვეს საკრებულოს კომისიას, რადგან კომისიის სხდომის მოუწვევლობამ შეიძლება თავად საკრებულოს სხდომის გადადება გამოიწვიოს. ეს პრობლემა მოიხსნება, თუ კანონი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას გაითვალისწინებს.

ასევე, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების საქმიანობის ინტენსივობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე დაემატოს“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, "ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები გასულ კვირასაც განხორციელდა, რომლის საფუძველზეც 2025 წლის 4 ოქტომბერს არჩეულ საკრებულოებისთვის ფრაქციების შექმნა გამარტივდა და ფრაქციების შექმნის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარტია “ლელო ძლიერი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის
თავმჯდომარემ, ალექსანდრე მიქაუტაძემ პარტია დატოვა.
13:59 / 20.10.2025

პარტია “ლელო ძლიერი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე მიქაუტაძემ პარტია დატოვა.


პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის
გადაწყვეტილება მიიღო.
12:23 / 20.10.2025

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.