პოლიტიკა
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა 17 ნოემბერს გაიმართება
FaceBook
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა 17 ნოემბერსაა ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია რა საკითხებს განიხილავენ დეპუტატები სხდომაზე.

ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულომ, 2014 წლის 14 ივლისიდან ამ დრომდე, სულ 652 სამართლებრივი აქტი გამოსცა.

ხუთი ცვლილება შეიტანა 2017 წლის ბიუჯეტში. 11-ჯერ შეიცვალა მერიის საშტატო ნუსხა.

უკვე ჩანიშნულია მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომაც, რომელიც 20 ნოემბერს გაიმართება. სხდომას ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი გახსნის, რომელიც უფლებამოსილებას შეუწყვიტას მეხუთე მოწვევის საკრებულოს და წარმომადგენლობითი ორგანოს ახალ შემადგენლობას ლეგიტიმურად გამოაცხადებს.

ქუთაისის ახალ საკრებულოში 25 დეპუტატიდან 19 "ქართული ოცნების" წევრი იქნება, 4 წარმომადგენელი ეყოლება "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო "ევროპულ საქართველოს" 2 დეპუტატი. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.