ახალი ამბები
იმერეთში კიდევ ერთი სკოლის შენობა დაიკეტა — მოსწავლეები დროებით ონლაინ ისწავლიან
FaceBook
იმერეთში, სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში, ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო  პროცესი შეწყდა. 
წყალტუბოს №2 საჯარო სკოლის შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა სწორედ სწავლის დაწყების შემდეგ გახდა ცნობილი. 

"არის დასკვნა, სადაც წერია რომ შენობა არარენტაბელურია. ამიტომ რემონტს ჯობია  ახალი აშენდეს. ხუთშაბათს  (17 სექტემბერს) მიიღო დასკვნა სამინისტრომ. რომელ წამშიც მიიღო  სამინისტრომ ინფორმაცია, მაშინვე იყო ინფორმაცია გადმოცემული ჩვენთან.


რადგანაც ბავშვებს ეხება საქმე, ამიტომ თავის დაზღვევა ორმაგად და სამმაგად მოხდა.  ყველაზე მთავარი ბავშვების უსაფრთხოებაა“, — ამბობს  "ქუთაისიპოსტთან" საუბარში რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ჩხეტიანის ინფორმაციით, მოსწავლეები 21 სექტემბრიდან  ერთი კვირის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში ისწავლიან.

ამ პერიოდში ალტერნატიული ფართის მოძიება იგეგმება, რის შემდეგაც გადაწყდება, სად გაგრძელდება სასწავლო პროცესი.

„ხვალიდან (21 სექტემბრიდან) არის ერთკვირიანი ონლაინ რეჟიმი. შემდეგ ალტერნატიული ფართი იქნება მოძიებული და გადაწყდება, როგორ გაგრძელდება სწავლა“, — ამბობს მამუკა ჩხეტიანი.

წყალტუბოს №2 საჯარო სკოლაში 800 მოსწავლე სწავლობს. 

მამუკა ჩხეტიანის განცხადებით,  21 სექტმბერს ის სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ უფრო კონკრეტული გახდება, სად და რა ფორმით გაგრძელდება სასწავლო პროცესი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი მშობლების პროტესტს შეუერთდა.
მისი თქმით, მშობლებმა შვილები სკოლაში არ გაუშვეს, თავად კი იმ
სკოლაში არ მივიდა, სადაც, როგორც წერს, არავინ ელოდება.
13:37 / 20.09.2026
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი მშობლების პროტესტს შეუერთდა. მისი თქმით, მშობლებმა შვილები სკოლაში არ გაუშვეს, თავად კი იმ სკოლაში არ მივიდა, სადაც, როგორც წერს, არავინ ელოდება.
15:45 / 18.09.2026
"ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა სიების გადახედვის პროცესი გაგრძელდება და დახმარებას ის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებსაც, მთავრობის შეფასებით, ამის რეალური საჭიროება აქვთ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.