ახალი ამბები
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი მშობლების პროტესტს შეუერთდა
FaceBook
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი მშობლების პროტესტს შეუერთდა. მისი თქმით, მშობლებმა შვილები სკოლაში არ გაუშვეს, თავად კი იმ სკოლაში არ მივიდა, სადაც, როგორც წერს, არავინ ელოდება.
"დღეს ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს ორმოცდარვა წლიან პედაგოგიურ საქმიანობაში... იგი დაიწყო მოსწავლეთა ჩხარში გადასაყვან ცარიელ ტრანსპორტთან და გაგრძელდა მასპინძელი სკოლის ცარიელ საკლასო ოთახებში. ამაზე ცუდი სანახავი რა უნდა იყოს პედაგოგისათვის სასწავლო წლის განახლების პირველივე დღეს?!


მოთმინება დალეულმა მშობლებმა თავიანთი სიტყვა შეასრულეს, შვილები სკოლაში არ გამოუშვეს, მათ სრულიად სამართლიანად აირჩიეს პროტესტის უკიდურესი ფორმა. ქედს ვიხრი მათი მათი პრინციპულობის წინაშე, ვუცხადებ სრულ თანადგომას, ვუერთდები მათ პროტესტს და არ მივდივარ იქ, სადაც არავინ მელოდება...", - წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი. 

თერჯოლის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია წლებია გრძელდება. სამუშაოების გამო სკოლის 500-ზე მეტი მოსწავლე სწავლას დროებით ჩხარის სკოლაში აგრძელებს. მათ გადაადგილებას ტრანსპორტი უზრუნველყოფს.

10 სექტემბერს სკოლაში მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელ გიორგი შონიასთან შეხვედრა გაიმართა. როგორც სკოლის დირექტორმა, რუსუდან ბოგვერაძემ „ქუთაისიპოსტს“ უთხრა, შეხვედრაზე შონიამ სამუშაოების ორ თვეში დასრულების პირობა დადო და განაცხადა, რომ სამუშაოები აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სწორედ ამ პირობის საფუძველზე ელოდებიან, რომ მოსწავლეები საკუთარ სკოლაში დაბრუნებას შეძლებენ.
რეაბილიტაციის დასრულებამდე კი თერჯოლის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ჩხარში ტრანსპორტით გადაადგილება კვლავ უწევთ.

მშობლები სკოლაში შვილების დაბრუნებას და წლების განმავლობაში გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ითხოვენ.


ამავე თემაზე:

 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:45 / 18.09.2026
"ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა სიების გადახედვის პროცესი გაგრძელდება და დახმარებას ის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებსაც, მთავრობის შეფასებით, ამის რეალური საჭიროება აქვთ.
აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა
სასამართლომ ENKA-ს სასარგებლოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების
აღსრულება დაუშვა.
12:28 / 16.09.2026

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ ENKA-ს სასარგებლოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება დაუშვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.