ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ახალ პროექტს იწყებს
FaceBook
დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო ახალ საპილოტე პროექტს იწყებს. სამინისტროს ინიციატივით და USAID-ის მხარდაჭერით პროექტი 2015 წელს საქართველოს ორ რეგიონში - იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში განხორციელდება. საპილოტე პროექტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნული რეგიონის პირველ პირებს და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს გააცნეს.
სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, პროექტის ფარგლებში სამშობიარო კლინიკების დონეებად დაყოფა და რისკის შესაბამისი მომსახურების გაწევა იგეგმება.
"დედათა და ბავშვთა სიკვიდილიანობა, მიუხედავად იმისა, რომ დადებითი დინამიკა გვაქვს, ერთ-ერთ სერიოზულ პრობემას წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროში. პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს ყველა პაცინეტი მოხვდეს ზუსტად იმ ადგილას და იმ დროს, რაც აუცილებელია მისი მკურნალობის სწორად წარმართვისათვის," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ.
სამინისტროს ინიციატივას ქუთაისში მოქმედი სამშობიარო კლინიკების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ.
"დონეებად დაყოფა მისცემს პაციენტებს იმის საშუალებას, რომ შესაძლო გართულების შემთხვევაში, ზუსტად იმ კლინიკას მიმართონ, რომელიც ამისთვის მომზადებულია," - ამბობს ქუთაისის ახალი მე-2 სამშობიაროს დირექტორი, ირაკლი მერკვილაძე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პილოტურ რეგიონებში 40 ნეონატოლოგისა და 50 მეან-გინოკოლოგის გადამზადება უკვე მოხდა. პროექტი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გავრცელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით საქართველოში დედათა სიკვიდლიანობის მაჩვენებელი 27,7-ია, მაშინ როდესაც "ათასწლეულის დეკლარაციის" მიხედვით ეს მაჩვენებელი 16-ს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება, ბავშვთა სიკვდილიანობას, მისი მაჩვენებელი საქართველოში 11,13-ს შეადგენს.
დეა მანაგაძე

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
პირბადე და დისტანციური თერმომეტრი
ის ატრიბუტებია, რომლებიც პანდემიამ ყოველდღიურობას
შემატა.
09:50 / 12.06.2020
პირბადე და დისტანციური თერმომეტრი ის ატრიბუტებია, რომლებიც პანდემიამ ყოველდღიურობას შემატა.
კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბავშვთა
დაცვის საერთაშორისო დღეს, პროფილაქტილკის მიზნით, უფასო აქცია
გაიმართება.
 
12:45 / 29.05.2019
კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პროფილაქტილკის მიზნით, უფასო აქცია გაიმართება.

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.