ჯანდაცვა
რა მდგომარეობაა იმერეთში სეზონური ვირუსების გავრცელების კუთხით
FaceBook
საქართველოში, ამ ეტაპზე, ძირითადად, A და B ტიპის გრიპი, ასევე H3 ვირუსი და H1N1 ცირკულირებს, რომელსაც „ღორის გრიპს“ ეძახიან.
ამის შესახებ "ქუთაისიპოსთან" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, გასული კვირების მონაცემების ანალიზით, სტაციონარული შემთხვევების ხვედრითი წილი 6,8%-ია, ამბულატორული მიმართვების კი - 13,4%.

"სტაციონარებში და ამბულატორულ სერვისებში მიმართვიანობა არ ცდება იმ დამახასიათებელ პარამეტრებს, რომელიც იყო სხვა წლებში და როგორც ახასიათებს, ზოგადად, რესპირატორულ სეზონებს. ასე რომ არაფერი საგანგაშო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება",-  ამბობს  გოჩა გიორგიძე. 

მისივე თქმით, ვირუსებისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. 

"ჩვენ გქონდა შემოტანილი საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა როგორც რისკ ჯგუფებისთვის, ასევე პირველი ნოემბრიდან ყველა პოპულაციისთვის: 6 თვეზე ზემოთ საქართველოს მოქალაქეს შეეძლო, უფასოდ მიეღო აღნიშნული ვაქცინა, რომელიც არის უნიკალური შესაძლებლობა გრიპის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანმრთელობის დაცვის. ვინც ვაქცინა თავის დროზე ვერ გაიკეთა, გართულებები შეიძლება მხოლოდ ასეთ პოპულაციაში გქვონდეს, თუ, ამავდროულად, ეს ადამიანი არის რაიმე სხვა ქრონიკული დაავადებით მოავადე",- განმარტა გოჩა გიორგიძემ. 

მისივე თქმით, თბილის სეზონის დადგომასთან ერთად, მარტის ბოლოსთვის, რესპირატორული დაავადების შემთხვევები დაიკლებს. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გულის ცენტრს ვასილ
ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.
14:32 / 25.03.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გულის ცენტრს ვასილ ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი 28 მარტს, 25 აპრილს
და 30 მაისს, მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI
სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით, რაც კვლევის
სანდოობას, ხარისხს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროულ
გამოვლენას უზრუნველყოფს.
12:35 / 23.03.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი 28 მარტს, 25 აპრილს და 30 მაისს, მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით, რაც კვლევის სანდოობას, ხარისხს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროულ გამოვლენას უზრუნველყოფს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.