ჯანდაცვა
რა მდგომარეობაა იმერეთში რესპირატორული ვირუსების გავრცელების კუთხით
FaceBook

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ გვაქვს.



გოჩა გიორგაძის თქმით, რეგიონში რესპირატორული ინფექციების მატება გაქვს, თუმცა ეს სეზონისთვის დამახასიათებელია. 

მისივე განმარტებით, ძირითადად ცირკულირებს ე.წ. ღორის გრიპი, გავრცელებული სიმპტომები კი არის მაღალი ტემპერატურა, სურდო, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი.

„თუკი ტემპერატურა 39-ზე მაღალია და გრძელდება სამ დღეზე მეტ ხანს, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და მისი მეთვალყურეობით ჩაიტარონ მკურნალობა. აქვე აღვნიშნავ, რომ გართულება, უმეტესად, შეიძლება შეგვხვდეს ისეთ პაციენტებში, თუკი ის არ არის ვაქნიცირენული, ან არის ქრონიკულად მოავადე. ვაქცინირებულ პაცენტს კი შეიძლება მედიკამენტური ჩარევა არც დასჭირდეს, ისე გადაიტანოს ვირუსი“,- განმარტავს გოჩა გიორგაძე.

მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ჯერ გვიანი არ არის, ვინაიდან რესპირატორული ინფექციები თებერვალსა და მარტშიც გვექნება.

„შესაბამისად, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ კაბინეტებს. ოთხკომპონენტიანი ვაქცინა გვაქვს საქართველოში და შეუძლიათ აიცრან. ასევე ამბულატორული პაციენტებისთვის სახელმწიფომ უზრუნველყო ანტივისურული პრეპერატი „ტამიფლუც“, რომელიც ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით ენიშნებათ მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვთ“,- ამბობს გოჩა გიორგაძე.

მისი განმარტებით, დაავადებული ადამიანი არ უნდა დადიოდეს სამსახურსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და თუ ამის აუცილებლობაა, გამოიყენოს პირბადე, რათა სხვა ადამიანებსაც არ გადადოს ვურუსი. ამასთან, მნიშვნელოვანია, დაიცვას ჰიგიენის წესები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში, ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ქვეყნის მასშტაბით, გასული წლის 16 ოქტომბრიდან დაიწყო. იმერეთის სამედიცინო ცენტრებს 24 500 დოზა ვაქცინა მიეწოდა. ჯამში კი ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაციაც მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გულის ცენტრს ვასილ
ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.
14:32 / 25.03.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გულის ცენტრს ვასილ ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი 28 მარტს, 25 აპრილს
და 30 მაისს, მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI
სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით, რაც კვლევის
სანდოობას, ხარისხს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროულ
გამოვლენას უზრუნველყოფს.
12:35 / 23.03.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი 28 მარტს, 25 აპრილს და 30 მაისს, მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით, რაც კვლევის სანდოობას, ხარისხს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროულ გამოვლენას უზრუნველყოფს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.