ჯანდაცვა
კომფორტი, თუ ჯანმრთელობის დაცვა - რას ანიჭებენ ქუთაისში უპირატესობას
FaceBook
ქუთაისში მედიკოსები ამბობენ, რომ პაციენტების 85 % ექიმთან ვიზიტზე მაშინ მიდის, როცა ჯანმრთელობა უკვე სერიოზულად აქვს შერყეული.

ვუთმობთ, თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს სათანადო დროს და რა საფრთხეების წინაშე შესაძლოა აღმოვჩნდეთ უყურადღებობის გამო - "ქუთაისიპოსტი" აღნიშნული კითხვებით დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, ქუთაისში პრიორიტეტს საყოფაცხოვრებო საგნებს უფრო ანიჭებენ, ვიდრე ექიმთან დროულ ვიზიტს.

"ერთ- ერთმა ჩემმა მეზობელმა ოპერაცია გადადო და ავტოობილი შეიძინა, მართალია სასწრაფოდ  არ სჭირდებოდა ოპერაცია, მაგრამ  პრიორიტეტად ფაქტია კომფორტი მიიჩნია," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები სალომე სანაია.

ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსად, მედიკოსებიც ირწმუნებიან, რომ ქუთაისში პაციენტების უმრავლესობა ექიმთან მაშინ მიდის, როცა დაგვიანებულია, ხოლო ჯანრთელობის წინასწარ კონტროლს და პრევენციულ ზომებს საერთოდ არ ცნობენ.

"ვიდრე ძალიან არ მაწუხებს, არაფერი მჭირს! - ეს ლოგიკა ქუთაისში ბევრი ადამიანისთვისაა მისაღები. შერყეულ ჯანმრთელობაზე ფიქრს მაშინ იწყებენ, როდესაც დაავადების ნიშნები თვალში საცემი ხდება, მაგალითად ხშირად პაციენტი ისეთ დროს მოდის, როცა კბილი ისეა დაზიანებული, ამოღების გარდა არაფერი შველის. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა კბილის გადარჩენა, მაგრამ პაციენტი დაგვიანებული მოვიდა," - ამბობს სტომატოლოგი ნათია ვარდოსანიძე.

ქუთაისში მცხოვრებელები თვლიან, რომ ადამიანები ჯანმრთელობას ორი მიზეზის გამო არ იკონტროლებენ, რადგან ზოგს ფინანსები, ზოგს კი კულტურა არა აქვს.

"ჩემი ჩათვლით ვინც ვიცი, ყველა მაშინ მივდივართ ექიმთან, როცა რაღაც წამოგვტკივდება. არავის გვაინტერესებს წელიწადში ერთხელ მაინც გადავამოწმოთ როგორ გრძნობს თავს ჩვენი ორგანიზმი. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ხალხს უჭირს, თუმცა ისეთებიც არიან, ვისაც აქვს შესაძლებლობა, მაგრამ არა აქვს კულტურა. არამხოლოდ ქუთაისში, ვფიქრობ მთელს საქართველოში არ არსებობს ჯანმრთელობის კონტროლის კულტურა," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები თათია გვეტაძე.

ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშიც ადასტურებენ, რომ პაციენტების უმრავლესობა ექიმებს  გვიან აკითხავს.

"პაციენტების 85% მოდის მაშინ, როდესაც უკვე  გულის სერიოზული პრობლემა აქვთ," - ამბობს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოქირურგი გიორგი ჩხოლარია.

მისივე თქით, არიან ისეთი პაციენტებიც, რომლებიც ჯანმრთელობას ყოველგვარი ჩივილების გარეშე იკონტროლებენ, თუმცა ამას არა კულტურის გამო, არამედ, ნერვოზული შიშების მოხსნის მიზნით აკეთებენ.

"როცა მოდიან ჯანმრთელობის გასაკონტროლებლად ჩივილების გარეშე, მათი უმრავლესობა ნერვოზულია და აქვთ ავად გახდომის შიშები. რეალურად, სრულიად ჯანმრთელია მათი უმრავლესობა," - ამბობს გიორგი ჩხოლარია.

მისივე თქმით, საქართველოში აუცილებელია ჩამოყალიბდეს ჯანმრთელობის კონტროლის კულტურა და ადამიანებმა თავი იქამდე დაიზღვიონ, ვიდრე ჯანმრთელობის პრობლემები გაუღრმავდებათ.

"გულსისძარღვთა სისტემის გაკონტროლებისთვის, სულ ორი რამ არის საჭირო, კარდიოგრამა და გულის ეხოსკოპია, ხუთ წელიწადში ერთხელ მინიმუმ," - ამბობს კარდიოქირურგი.

ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში განმარტავენ, რომ საზოგადოებაში ექიმთან დროული ვიზიტის ტენდენცია ნელ-ნელა დამკვიდრებას იწყებს.

"ამ კულტურამ თანდათანობით მოიმატა, რამეთუ განათლების დონემ მოიმატა საზოგადოებაში. ამას ხელს უწყობს საყოველთაო ჯანდაცვისა და სკრინინგ პროგრამებიც, ასე, რომ პაციენტები პრევენციულ მედიცინას მეტად აქცევენ ყურადღებას დღეს, ვიდრე მანამდე," -ამბობს ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედცენტრის ოჯახის ექიმი, ნათია მოსიავა.

იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა ქუთაისში ჯანმრთელობის კონტროლის კულტურა, ყველა თანხმდება, რომ ჯანმრთელობა ადამიანურ ფასეულობათა შორის ყველაზე პირველია.

"ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი კარგავს ფასს," - ამბობენ ქუთაისელები.

სწორედ იმისთვის, რომ ყველაზე შეუფასებელი რამ - ჯანმრთელობა დიდ ხანს შეინარჩუნონ ადამიანებმა, მედიკოსები მოსახლეობას მეტი ყურადღების, დროული პროფილაქტიკისა და პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

"ტკივილი ეს არის ორგანიზმის საგანგაშო სიგნალი, იმის მაუწყებელი, რომ ყველაფერი არ არის რიგზე, ამიტომ კარგი იქნება, თუ მეორედ ტკივილის შეგრძნებას არ დაველოდებით და შევიმუშავებთ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლის კულტურას," - ამბობენ მედიკოსები.

მედიკოსების თქმითვე, ჯანმრთელობაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის: გენეტიკა, გარემო, ცხოვრების წესი და საკუთარი ორგანიზმისადმი დამოკიდებულება.

თუმცა ჩამოთვლილ ფაქტორთაგან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ ცხოვრების წესი და პირობებია, რომლებზეც, ადამიანის ჯანმრთელობის 50 % - ია დამოკიდებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში
ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ
გვაქვს.
15:22 / 22.01.2024

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ გვაქვს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში,
ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.
11:33 / 10.01.2024
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში, ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.