ჯანდაცვა
ტკივილის მოთმენის იძულება - რა ტიპის პაციენტებს ემსახურება სახელმწიფო პროგრამები
FaceBook
ქრონიკული ტკივილით საქართველოში ასობით ადამიანი იტანჯება.
ტკივილი სხვადასხვა დაავადებითაა გამოწვეული და ამ დაავადებების სიმპტომს წარმოადგენს. თუმცა მიჩნეულია, რომ ტკივილი არა მხოლოდ სიმპტომი, არამედ ცალკე, "ავტონომიური" დაავადებაცაა.
ქრონიკული ტკივილის ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ტკივილის შემსუბუქება სამედიცინო პრეპარატებით, ძლიერი ოპიოდებით - გააჩნია ტკივილის ხარისხს და ეტაპს. ტკივილის ხარისხის გარკვევა ექიმის პრეროგატივაა, იგი უდგენს პაციენტს ტკივილის სიძლიერეს და შესაბამისად უნიშნავს პრეპარატს.ამ პროცესში ნაკლებადაა ჩართული პაციენტი, სამაგიეროდ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობს სახელმწიფო.
ინკურაბელურ (განუკურნებელ) პაციენტებს პალიატიური (დროებითი) მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამა, ემსახურება. პროგრამის მიზანს წარმოადგენს "ინკურაბელური პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით", - აღნიშნულია საქართვლოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ოფიციალურ ვებ- გვერდზე.
თუმცა ეს პროგრამა ქრონიკული ტკივილის მქონე ყველა პაციენტს არ ფარავს. იგი იმ ინკურაბელურ პაციენტებს ემსახურება, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს ესაჭიროებათ სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა: მე-4 კლინიკური ჯგუფის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულებს
ტერმინალურ სტადიაში მყოფ შიდსით დაავადებულებს და არაონკოლოგიური ქრონიკული მოპროგრესირე სენით დაავადებულებს ტერმინალურ სტადიაში.
***
39 წლის უჩასთვის ხერხემლის დაავადების მიზეზით ტკივილი და მასთან გამკლავება ყოველდღიურობაა. ტკივილის მართვა მას გამაყუჩებელი პრეპარატებისა და ძილის საშუალებით უწევს. მასზე არ ვრცელდება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარებები და შეღავათები. ტკივილს საკუთარი ძალებით და ფინანსებით ებრძვის.
უჩამ ხერხემლის დაზიანება 20 წლის წინ მიიღო და ამ ხნის განმავლობაში პენსიით უწევს ძვირადღირებული წამლის (პრეგაბალინი) ყიდვა "ერთი აბი ხუთი ლარი ღირდა, ერთი თვეა, რაც 6 ლარი გახდა", - აღნიშნავს უჩა. მან წამალი ყოველდღიურად უნდა მიიღოს, რასაც ვერ წვდება 150 ლარიანი პენსია, შესაბამისად უჩას ტკივილის მოთმენა უწევს. ტკივილის მოთმენის იძულება შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს.
მაღალ ფასთან ერთად პრობლემას რეცეპტის გაცემის პრინციპიც ქმნის. უჩას ინფორმაციით, მას ყოველთვიურად უწევს სპეციალური რეცეპტისთვის ექიმთან ვიზიტი, თანაც აღნიშნული წამლის შეძენის უფლება თვეში მხოლოდ ერთხელ აქვს.
"ნაწილ- ნაწილ წამლის ყიდვის საშუალებას რეცეპტის პრინციპი არ იძლევა. მთელი თვის მარაგი ერთიანად უნდა იყიდო. საამისოდ სულ ცოტა 180 ლარი მჭირდება. რაზეც უმეტეს შემთხვევაში ხელი არ მიმიწვდება. ამიტომ მოუხერხებელი სისტემაა სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის. იგი როგორც ფინანსურად ურთულებს ცხოვრებას ადამიანს, ასევე ფიზიკურადაც - თვეში 10 -12 დღე ტკივილის მოთმენით და ტკივილით ცხოვრება გიწევს", - აღნიშნავს უჩა.
ტკივილთან ფინანსურად შებრძოლებას ჯანდაცვის სამინისტრო ინკულაბელურ პაციენტებს (რომლებიც პროგრამით ვერ სარგებლობენ) გარკვეულ "შემოვლით" გზას თავაზობს და მათთვის პროგრამაში ჩასმის შესაძლებლობის გარკვევას კომისიას ანდობს.
"იმ მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც არ იფარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია განხილული იქნეს "რეფერალური მომსახურების" ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" გამოგზავნილ პასუხში.
პროგრამაში მოხვედრის მსურველს სამინისტრო განცხადებასთან ერთად თავაზობს შესაბამისი საბუთების მოგროვებას (სამედიცინო დაწესებულების მიერ მიმდინარე წელს გაცემული ცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მგდომარეობის შესახებ (სამედიცინო (ფორმა #IV-100ა ), სამედიცინო დაწესებულების მიერ მიმდინარე წელს გაცემული ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია (დედანი), ან მედიკამენტებზე მოთხოვნის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების (აფთიაქის) მიერ გაცემული ანგარიშ-ფააქტურა (დედანი) საჭირო მედიკამენტის თაობაზე, მაძიებლის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სოციალური კატეგორიის დამადასტურებელი მოწმობის ასლი). რის შემდეგაც კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შენდეგ განიხილავს მაძიებლისთვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში
ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ
გვაქვს.
15:22 / 22.01.2024

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ გვაქვს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში,
ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.
11:33 / 10.01.2024
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში, ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.