გართობა
ქუთაისში სკოლის მოსწავლეებისთვის მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი ჩატარდება
FaceBook
ქუთაისში მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიება, რომელიც სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში მიმიდნარე წლის 27 სექტემბერს ჩატარდება.

"მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017", საბავშვო მეცნიერების გამოფენის ფარგლებში, ითვალისწინებს ევროპული საბავშვო-სამეცნიერო შოუს ჩამოყვანას და მოწყობას.

ღონისძიებისთვის სამთავრობო უწყებამ უკვე გამოაცხადა 95 970 ლარი ღირებულების ტენდერი (SPA170011966). აღნიშნულ თანხაში შოუს ჩატარება საქართველოს ოთხ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში იგეგმება. 

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის მიზანი, ერთის მხრივ, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მეორეს მხრივ, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციაა.

მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის გამართვა ქუთაისში ცენტრალურ ბაღში იგეგმება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.