ახალი ამბები
სად მოგზაურობდნენ წელს ყველაზე ხშირად საქართველოდან
FaceBook
საქართველოდან უცხოეთში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამის შესახებ ტურისტული კომპანიის „კლარკ & რობინსონს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოდან სამოგზაუროდ არა მხოლოდ ქართველები, არამედ არარეზიდენტებიც დადიან. ძირითადად კი, ისინი უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.

როგორც მამუკა კელაურაძე აღნიშნავს, წელს, ტრადიციულად ყველაზე მოთხოვნადი თურქეთი იყო, რომელსაც კვიპროსი და საბერძნეთი მოსდევს. ახალ მიმართულებებს შორის კი, პორტუგალიის მიმართ გამორჩეულად დიდი ინტერესი დაფიქსირდა.

„მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. სამწუხაროდ, ციფრებში ზუსტად თქმა ჯერ არ შემიძლია, თუმცა, ზრდა დაფიქსირდა როგორც საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, ისე ის მოქალაქეების, ვინც ჩამოსული იყო ჩვენთან და შემდეგ წავიდნენ მოგზაურობაში. ძირითადად ეს არის უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი. რაც ყველაზე საყურადღებო და სასიხარულოა, საქართველოს მოქალაქეები ძალიან აქტიურად მოგზაურობენ სხვა ქვეყნებში.

წელს ყველაზე მოთხოვნადი ტრადიციულად თურქეთი იყო (ივნისი, აგვისტო, სექტემბერი), შემდეგია კვიპროსი, რომელიც წელს ძალიან აქტუალური იყო, ეს ალბათ იმან განაპირობა, რომ ქუთაისიდან არის პირდაპირი ფრენები და წელს თბილისიდანაც დაემატა. ასევე მოთხოვნადი იყო საბერძნეთი, მიუხედავად იმისა, რომ ჩარტერული რეისები აღარ არის, მაგრამ არის რეგულარული რეისები, შესაბამისად, ბევრი ქართველი საბერძნეთშიც მოგზაურობდა.

ასევე დიდი ინტერესი იყო ევროპის მიმართულებით. იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია. პორტუგალია ახლა ძალიან აქტუალურია და დიდ ინტერესს იწვევს. გასაკვირი არც არის, იმიტომ, რომ რაც ახლოს იყო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ამ მიმართულებით „ვიზეარის“ რეისები უკვე დიდი ხანია არსებობს და მარტივად მოსახვედრი ადგილებია, შესაბამისად ქართველებმა კარგად აითვისეს უკვე. ახლა ახალ ადგილებზეა აქცენტი და მათ შორის პორტუგალია ერთ-ერთი პირველია.

არის ევროპაში სხვა ქვეყნებიც, სადაც ხალხი უფრო სანახაობრივი თვალსაზრისით დადის და არა დასასვენებლად. მაგალითად, ჩეხეთი ავსტრია, უნგრეთი, ბალკანეთის მხარესაც იყო საკმაოდ დიდი დაინტერესება, თუმცა ადრიატიკის მხარეს - ხორვატია, მონტენეგრო. თუმცა, ეს ცოტა რთული იყო, რადგან პირდაპირ ფრენები არ არის, ერთ გადაჯდომა კი ძალიან ძვირი და იშვიათია.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ავიაბილეთების ფასები შენარჩუნებულია მაღალ ნიშნულზე. თუმცა, გასაკვირი არაფერია, რადგან მოთხოვნა დიდია, მიწოდება ნაკლები. ამას ემატება ის, რომ პოსტ პანდემიური პერიოდია და ავიაკომპანიებმა ძალიან დიდი ზარალი განიცადეს კოვიდის დროს, ეს ზარალი ბუნებრივია, ასანაზღაურებელია. როდესაც ხედავ, რომ მოთხოვნა არის და იყიდება ძვირი ბილეთები, ბუნებრივია, არავინ აიღებს თავის თავზე, რომ გააიაფოს“,- განაცხადა მამუკა კელაურაძემ.

bpn.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.