განათლება
კონკურსი წერეთლის უნივერსიტეტში - შესაძლოა, აკადემიური პერსონალი ახალი კადრებით ჩანაცვლდეს
FaceBook
მიმდინარე წლის ზაფხულში აკაკი წერელთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს კონკურსის გავლა მოუწევს.
სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ გააგრძელებს აკადემიური საქმიანობას და ვინ დატოვებს სასწავლებელს.

რას ითვალისწინებს კონკურსი


უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულელებში მსგავსი ტიპის კონკურსი ყოველ ოთხ წელიწადში ტარდება. აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის მიხედვით კონკურსის შედეგად, შესაძლოა, ლექტორმა სტატუსი შეინარჩუნოს, გაიუმჯობესოს ან პირიქით, სასწავლებლის დატოვება მოუხდეს.

მაგალითად, თუ კონკურსში მონაწილეობას იღებს ასოცირებული პროფესორი მან კონკურსის გზით უნდა დაადასტუროს მისი სტატუსი, შეინარჩუნოს ან სრული პროფესორი გახდეს. თუკი ამ ზემოჩათვლითაგან ვერცერთის გავლას შეძლებს აკადემიურ პეროსონალს უნივერსიტეტის დატოვება მოუწევს. თუმცა, ჯერ- ჯერობით ცნობილი არ არის თითოეული სტატუსის მისაღებად ან შეასანარჩუნებლად რა კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს.

წერეთლის უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ შესაბამისი დოკუმენტის შედგენას უახლოეს მომავალში დაიწყებენ, ხოლო 2018 წლის ზაფხულზე უკვე საბუთების მიღების და კონკურსანტთა შერჩევის პროცედურები დაიწყება.

"კონკურსის ჩატარება საჭიროა არა თანამშრომლებისათვის, არამედ ორგანიზაციისათვის, რომელიც ცდილობს შეარჩიოს უკეთესი, უფრო მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რითაც, უპირველეს ყოვლისა, მოგებული დარჩებიან სტუდენტები", - ამბობს ჩვენთან საუბარში აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე. მისი თქმით, კონკურში არამხოლოდ წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებს არამედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილების მიღება, რომელიც სასწავლებლის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ პროფესორებს

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს აკადემიურ პერსონალს და ვინ შემოწმებს მათ კონპეტანციას ეს ჯერ ცნობილი არ არის. წერეთლის უნივერსიტეტში ამბობენ,  რომ ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება.

თუმცა 2014 წელს , მაშინ როდესაც წერეთლის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის უმეტესობის შერჩევა მოხდა, საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მნიშვნელოვანი ნაწილი პროფესორ-მასწავლებლების მიერ დაწერილ სამეცნიერო ნაშრომებს, გამოქვეყნებულ პიბლიკაციებს, სტატიებს და წიგნებს დაეთმო.
გარდა ამისა, მათ მოეთხოვებოდათ სამცნიერო კონფერენციებში, ტრენინგებსა და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა.
თუ ვინ იქნება შეფასების კომისიაში, რომელსაც წერეთლის უნივერსიტეტი სპეციალურად მოიწვევს, ეს ლექტორებისთვის გასაუბრების დღემდე ცნობილი არ იქნება.

რას ფიქრობენ ლექტორ-მასწვალებლები

მზია თადუმაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. სასწავლებლის შიდა კონკურსზე საკუთარი სტატუსის დადასტურებას და კონკურსზე გასვლას 2018 წელსაც გეგმავს.

მან პირველად მსგავს კონკურსში მონაწილება 2006 წელს მიიღო. ასოცირებული პროფესორი ამბობს, რომ მას შემდეგ სპეცილურად შექმნილი საბჭოს მოთხოვნები უფრო და უფრო მკაცრდება.

მზია თადუმაძე გვიყვება, რომ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ფიქრი ოთხი წლის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც ბოლო კონკურსი წარმატებით გაიარა.
მისი თქმით, ისიც ისევე როგორც ლექტორ-მასწავლებლების უმეტესობა მომავალი კონკურსისთვის აქტიურად ემზადება.
"კონკურსი ყოველთვის მნიშვნელოვანია ლექტორისთვის, როდესაც გავდივართ კომისიის წინაშე არასდროს ვიცით რა კუთხით იქნება კითხვები და მათ რა დააინტერესებთ. ამიტომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია იყო მუდმივად მზადყოფნაში. ეს პროცესები მიმართულია იქეთკენ, რომ ჩვენ განვითარდეთ და არ გავჩერდეთ ერთ ადგილზე. ეს არის უცილებელი, რომ არ მოხდეს მოდუნება ლექტორის. იმისთვის, რომ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე რადგან მოთხოვნები სტუდენტების მხრიდან იზრდება", - ამბობს მზია თადუმაძე.

იაგორ ბალანჩივაძეს წერეთლის უნივერსიტეტში მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ამბობს, რომ მისთვის კონკურსი ბევრს ვერაფერს ცვლის, რადგან ის უნივერსიტეტში კონკურსისითვის არ მუშაობს.

"მე რასაც ვაკეთებ წლების განმავლობაში შევკრავ და წარვადგენ. წლიდან წლამდე ბევრი რამ იცლება. სტუდენტებთან ერთად მოთხოვნებიც იცვლება. 2014 წელს მუშაობის პრიორიტეტი სხვა იყო. ნებისმიერი კონკური სჭირდება სტუდენტს. მას მოსწონს ის როდესაც ლექტორი ვითარდება და არ დგას ერთ ადგილზე", - განმრატავს იაგორ ბალანჩივაძეს.

წერეთლის უნივერსიტეტში 470 ლექტორ-მასწავლებელია, მათგან 400 უკვე საკონკურსოდ ემზადება რადგან სწორედ მათ მოუწევთ საკუთარი სტატუსის დადასტურება.


ამავე თემაზე:

ევროპული სტანდარტებით სწავლება - წერეთლის უნივერსიტეტის გამოწვევები და მზადება ავტორიზაციისთვის

წერეთლის უნივერსიტეტი ავტორიზაციის მოლოდინში - გადაცემა





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.