განათლება
KIU-ს სტუდენტი, გერმანიაში, მიუნსტერის უნივერსიტეტში, სრული დაფინანსებით ისწავლის
FaceBook
KIU-ს მათემატიკის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი ზაურ ბოკელავაძე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა მიუნსტერის (გერმანია) უნივერსიტეტის მათემატიკის სამაგისტრო პროგრამაზე, ალგებრა-ტოპოლოგიის მიმართულებით.

საუკეთესო აკადემიური მიღწევების გამო, ზაური 2021 წლიდან დღემდე სარგებლობს KIU-ს რექტორის სტიპენდიით.

"Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იგი იმყოფებოდა ავეიროს უნივერსიტეტში (პორტუგალია). შემდეგ კი, სტაჟირება გაიარა ამავე უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში Center for Research & Development in Mathematics and Applications (ავეირო, პორტუგალია). სტაჟირების პერიოდში კიდევ უფრო გაიუმჯობესა სტუდენტისთვის აუცილებელი კვლევის საწყისი უნარები.

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მომცა უნიკალური ცოდნა და გამოცდილება, განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. მადლობას ვუხდი KIU-ს ქართველ და უცხოელ პროფესორებს, რომლებიც, თავიანთი გამოცდილების გაზიარების გზით, მუდმივად უჭერდნენ მხარს ჩემს პროფესიულ განვითარებას“ - ამბობს ზაურ ბოკელავაძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების
პროგრამის სტუდენტი თომა ფირცხელანი მობილური აპლიკაციების ევროპის
ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანიის ციფრული პროდუქტების მენეჯერია.
11:02 / 17.06.2025
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი თომა ფირცხელანი მობილური აპლიკაციების ევროპის ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანიის ციფრული პროდუქტების მენეჯერია.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულმა დიმიტრი
იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა.
10:48 / 16.06.2025
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულმა დიმიტრი იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.