რეკლამა
კახა კალაძე: „თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ვის ანდოთ ქალაქის ბედი“ (R)
FaceBook
"თქვენ გაქვთ უფლება, წინასაარჩევნო პერიოდში დაესწროთ შეხვედრებს, მოისმინოთ კანდიდატების მიერ გაჟღერებული პროგრამები, თუ რა გეგმები აქვთ და როგორ აპირებენ მათ განხორციელებას, შესაბამისად, თქვენ უნდა გააკეთოთ სწორი ანალიზი და თქვენვე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭიროთ მხარი არჩევნებზე, ვის ანდოთ ქალაქის ბედი" - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თემქის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ნებისმიერი პროფესიის, ნებისმიერ ადგილზე დასაქმებულ ადამიანს აქვს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლება.

კახა კალაძემ ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის კომპლექსურ ღონისძიებების განხორციელება შესთავაზა და 7 პოლიტიკა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

თბილისის მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ ოცდაორივე მუნიციპალური პროგრამა გაგრძელდება და განვითარდება.

"რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, თუმცა ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანები დასაქმდნენ, თვითრეალიზება შეძლონ და ქალაქში სოციალურად დაუცველების რიცხვი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ შემცირდეს" - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ცენტრალური და პერიფერიული უბნების თანაბარ განვითარებას და მოსახლეობას რადიოქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო, რომელიც, მისი თქმით, არამარტო მუხიანის, გლდანის, თემქისა და ავჭალის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი თბილისისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი და მიზიდულობის ცენტრი იქნება.

კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში.

მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა არამარტო ძველი უბნების, არამედ ზოგადად, ავარიული შენობების აღრიცხვის, რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების საკითხს, ასევე, მოაგვარებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრობლემას, სადაც ოჯახები ათეული წელია ცხოვრობენ.
შეხვედრას პარლამენტის წევრები - ზაზა გაბუნია და სოფო კილაძე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე და თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი, თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.