საზოგადოება
ქუთაისში კომპანია "ჯეოსელს" თაღლითობაში ადანაშაულებენ
FaceBook
კომპანია "ჯეოსელს" მეორადი მობილური ტელეფონის ახლის სახელით გასაღებაში ადანაშაულებენ.

მოქალაქე, რომელიც კომპანიისგან თავს მოტყუებულად თვლის, ქუთაისელი გიორგი დათეშიძეა.

ის ირწმუნება, რომ მობილური ტელეფონი თაღლითურად მიჰყიდეს და მომხმარებელთა უფლებები დაარღვიეს.

დათეშიძე კომპანიისგან ფაქტზე სასწრაფოდ მოკლვლევის დაწყებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

საქმეში, ასევე ჩართულია საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია.

ქუთაისელმა გიორგი დათეშიძემ, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ "ჯეოსელის" ოფისში iPhone 6s - მოდელის მობილური ტელეფონი მიმდინარე წლის 16 აპრილს შეიძინა.

ის "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ყვება რომ, 2628 ლარად ღირებული მობილური განვადების სახით იყიდა, თუმცა შეძენის დღეს, ტელეფონსა და ეკრანზე დამცავ ცელოფანს შორის მტვრის აღმოაჩენამ დააეჭვა.

"მტვრის არსებობა ადგილზე მყოფმა ოპერატორმა გოგონამაც დაადასტურა, თუმცა დამარწმუნა, რომ მობილური ქარხნულად შეფუთული და ახალი იყო," - ამბობს გიორგი დათეშიძე.

დაეჭვებულმა მომხმარებელმა, სახლში დაბრუნების შემდეგ, ტელეფონის საგარანტიო მონაცემები Apple - ის ოფიციალურ საიტზე შეამოწმა.

გიორგი დათეშიძე ირწმუნება, რომ საიტზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ტელეფონის გააქტიურების თარიღად, მიმდინარე წლის 19 მარტი ფიქსირდება, თავად კი ნივთი 16 აპრილს შეიძინა.

ამ ინფორმაციას, დათეშიძე იმის უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევს, რომ ქარხნულად შეფუთული მობილური ტელეფონი მასზე მიყიდვამდე განახსნელი იყო.

"საერთაშორისო გარანტიის დეტალებიდან ჩანს, რომ საგარანტიო ვადა არის ერთწლიანი და ამოქმედება ხდება ტელეფონის პირველად გააქტიურებიდან. ყიდვის დღიდან კი აღმოვაჩინე, რომ გარანტიის ვადის ათვლა უკვე ერთი თვის დაწყებული იყო, ანუ 2016 წლის 19 მარტიდან, მე კი ის 16 აპრილს ვიყიდე. შესაბამისად, გამოდის, დილერმა კომპანიამ ტელეფონი შეიძინა, გახსნა, გაააქტიურა, მერე თავიდან შეფუთა და გადაფუთულის სახით მე მომყიდა," - ირწმუნება გიორგი დათეშიძე.

გიორგი დათეშიძის მტკიცებით, "ჯეოსელის" ადგილობრივ თუ ცენტრალურ ოფისებს, ტელეფონის ამოცვლის მიზნით, წერილობითაც და პირადადაც მიმართა. თუმცა, კომპანიის მხრიდან მის მოთხვოვნებს რეაგირება არ მოჰყვა.

"ჯეოსელში" მხოლოდ ის თქვეს, რომ თავად Apple - ის საიტი ცდება, ანუ გადაწყვიტეს "ფეხებზე დაეკიდებინათ" ჩემი პრობლემა, თუმცა იქამდე ვიბრძოლებ, ვიდრე სიმართლე არ გაირკვევა. ყველა ხერხს მივმართავ, რადგან ხვალ ჩემს მდგომარეობაში სხვა არ აღმოჩნდეს," - ამბობს დათეშიძე.

მოკვლევის მიზნით, გიორგი დათეშიძეს საქმეზე, "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციაა" ჩართული.

"არ დავტოვებთ ამ საქმეს ყურადღების გარეშე, მიმდინარეობს ფაქტის გადამოწმება და მალე გვეცოდინება პასუხები," - ამბობს საქართველოს "მომხმარებელთა ფედერაციის" თავჯდომარე, მადონა კოიძემ.

გადაამოწმა თუ არა ქუთაისის ფილიალში მომხდარი ფაქტი "ჯეოსელის" ადმინისტრაციამ და რა ზომების მიღებას აპირებენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით - ამ კითხვებით "ქუთაისიპოსტმა" კომპანიის ცენტრალურ ოფისს მიმართა.

"ჯეოსელში" აცხადებენ, რომ გიორგი დათეშიძის პრეტენზიები სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, ვაკო ქვაჩახია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, 2016 წლის 19 მარტი, რომელსაც დათეშიძე მობილურის გააქტიურების თარიღად მიიჩნევს, ტელეფონის გაყიდვაში გაშვების თარიღია.

"ჩვენ მივწერეთ პასუხი მომხმარებელს იმის თაობაზე, რომ 19 მარტი ფიქსირდება კომპანიის მიერ მობილურის შეძენის დღედ. შესაბამისად, ტელეფონი ახალია და არა მეორადი," - ამბობს ქვაჩახია.

მისივე ინფორმაციით, კომპანია "ჯეოსელის" ცენტრალური ოფისიდან ქუთაისის ფილიალს, მოკვლევის მიზნით, დამატებით კვლავ დაუკავშირდებიან.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.