რეკლამა
ასეთია ჩემი ქუთაისი – პიანისტი დათუნა ალადაშვილი
FaceBook
დათუნა ალადაშვილი ქუთაისი ქართული კულტურის ისტორიული სამშობლოა

– ამ ქალაქში დაიბადა იდეები და ადამიანები, რომელთაც მერე ხელოვნების აბსოლუტურად ყველა დარგში შეიტანეს უმნიშვნელოვანესი წვლილი და შექმნეს ქართული კულტურა. ყოველი წლის 2 მაისს ეს ქალაქი გვირილობას, იგივე ქუთაისობას ზეიმობს.

ამ დღეს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და 1911 წლიდან იღებს სათავეს: საქველმოქმედო აქციის მონაწილე გოგონებმა გვირილები დაკრიფეს, გაყიდეს და შეგროვებული თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარნენ. მერე და მერე ამ ერთმა დღემ ტრადიციის სახე მიიღო და გვირილა იქცა ქალაქის სიმბოლოდ. 1980-იანი წლებიდან უკვე ყოველწლიურად ქუთაისში მაისი განსაკუთრებით სადღესასწაულო თვედ იქცა და ასეა დღემდე.

მსოფლიო მასშტაბით წარმატებული ქართველი პიანისტი, დათუნა ალადაშვილი, გვიზიარებს საკუთარ ემოციებსა და გამოცდილებებს, რომელიც მას ქუთაისთან აკავშირებს: „ქუთაისი ჩემთვის ასოცირდება კულტურასთან – ეს ქალაქი ერთგვარი წყარო და აკვანია ქართული კულტურის. ასოცირდება თეატრთან, მუსიკასთან, ბალანჩინთან და ფალიაშვილთან.

თითქოს როცა შედიხარ ამ ქალაქში, გადადიხარ ფერად ევროპულ კულტურულ სამყაროში, შესაბამისად, განსაკუთრებულად კარგი გრძნობა მეუფლება ყოველთვის, როცა ვსტუმრობ ქუთაისს. ქუთაისელი მსმენელი განსაკუთრებულად თბილი და განსაკუთრებულად მომზადებულია. როცა კი პირადად მაქვს კონცერტი ან თუნდაც შეხვედრა ქუთაისელებთან, მეც განსაკუთრებით ვემზადები. ერთ-ერთი ყველაზე ამოჩემებული ადგილი, რომლის ნახვის გარეშეც ქუთაისს არასდროს ვტოვებ, ეს არის კაფე-რესტორანი „პალატი“, სადაც ცოცხალი მუსიკაც ჟღერს ხოლმე. იქ გატარებული საღამო აუცილებლად მთავრდება Jam session-ით; ასევე აუცილებლად ვსტუმრობ ხოლმე არაჩვეულებრივ კაფეს „დები“ და ყოველთვის ვცდილობ, გავისეირნო მდინარე რიონის პირას. მიყვარს ყველა თაობის ქუთაისელი – ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქართულ კულტურასა და ისტორიას. ჩემს თაობაში, ძველ თაობასა და მომავალ თაობაშიც თუკი შეგხვდება წარმატებული ადამიანი, მას აუცილებლად შეუვლია და შეჰყვარებია ქუთაისი. 

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ქალაქში ყველაზე ხშირად ვსტუმრობ ქუთაისის მუსიკალურ სკოლას და თეატრს, სადაც გამიმართლა და რამდენჯერმე მქონდა კონცერტი. … ისღა დაგვრჩენია, გავითვალისწინოთ დათუნას რჩევები და როცა ჯადოსნურ და ფერად ქუთაისს ვეწვევით, მოვინახულოთ ყველა მნიშვნელოვანი ადგილი და ვეძებოთ ჩვენი ქუთაისი. იქამდე კი შეგიძლია, ვირტუალურად აღმოაჩინო ქუთაისი ვებგვერდზე gviriloba.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„თეგეტა
მოტორსი“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება და 5 ივნისს
კამპანიას, „არ გადაყარო, ჩააბარე“, ქუთაისში იწყებს.
09:00 / 05.06.2025

„თეგეტა მოტორსი“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება და 5 ივნისს კამპანიას, „არ გადაყარო, ჩააბარე“, ქუთაისში იწყებს.

ქუთაისის გახსენებისას ბევრი რამ ერთდროულად ცოცხლდება გონებაში.
14:22 / 05.05.2025
ქუთაისის გახსენებისას ბევრი რამ ერთდროულად ცოცხლდება გონებაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.