რეკლამა
რისთვის გამოიყენება ბეპანტენი?
FaceBook

გარემოს ზემოქმედება კანის დაზიანების მიზეზი ხშირად ხდება


— ცხოვრებაში ერთხელ მაინც გექნებათ გამოცდილი დამწვრობა, ნაკაწრები ან სიმშრალე. კანი ერთგვარი ბარიერია ჩვენს ორგანიზმსა და გარე სამყაროს შორის, ამიტომ მის მოვლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. გარდა იმისა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დისკომფორტი გარდაუვალია, ეს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მსგავს პრობლემებთან საბრძოლველად არაერთი დერმატოლოგიური საშუალება არსებობს. ერთ-ერთი ასეთია ბეპანთენი (იგივე ბეპანტენი), რომელიც უმეტესად გარედან მიღებული დაზიანებების დროს გამოიყენება. ეს საშუალება კანის, ასევე ქსოვილების აღდგენას უწყობს ხელს და მთლიან სხეულზე შეგვიძლია დავიტანოთ, მათ შორის სახეზეც.

 

შეხორცების დაჩქარებისა და ხელის შეწყობის მიზნით მას არაერთ დროს შეგვიძლია მივმართოთ. ეს შემთხვევებია:

  • მსუბუქი დამწვრობა და დაჟეჟილობა;

  • კანის გაღიზიანება;

  • რადიო-, ასევე ფოტოთერაპია და UI-დასხივება;

  • ქრონიკული წყლულები;

  • ნაწოლები;

  • ანალური ნახეთქები;

  • კანის გადანერგვა;

  • საშვილოსნოს ყელის ეროზია;

  • კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა.

 

ბეპანტენს აღმდგენთან ერთად დამატენიანებელი მოქმედებაც ახასიათებს. ამის გამო იგი მშრალი, დახეთქილი კანის მოსავლელადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს საშუალება სასარგებლოა მაშინაც, როცა ჩვილებში გამოყელვის პროფილაქტიკა ან მკურნალობა გვინდა. ცნობისთვის, ბეპანტენის გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უსაფრთხოა.

 

გარდა ჩამოთვლილი შემთხვევებისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მალამო ძუძუთი კვების პერიოდშიც გამოიყენება მკერდის მოსავლელად. ლაქტაციის დროს ძუძუსთავების ტკივილი და ნახეთქების გაჩენა არცთუ იშვიათი მოვლენაა, ამიტომ ამ დანიშნულებით ბეპანთენი წარმატებით გამოიყენება.

 

როდის არაა სასურველი ბეპანტენის მოხმარება

 

მიუხედავად პრეპარატის შესაძლო სარგებლიანობისა, ზოგიერთ შემთხვევაში მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

 

არ შეიძლება კანზე ამ საშუალების დატანა, თუ მასში შემავალ რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ამას ალერგიული რეაქციები ან გვერდითი მოვლენები მოჰყვეს, რომლებიც კანის მდგომარეობას გააუარესებს. ესენი შეიძლება იყოს: კანის ქავილი, გაწითლება და გაღიზიანება; კონტაქტური დერმატიტი, ჭინჭრის ციება და ბუშტუკოვანი გამონაყარი.


ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბეპანთენში შემავალ ნივთიერებებს პრეზერვატივის დაზიანება შეუძლია. თუკი მალამოს სასქესო ორგანოს ან ანალური მიდამოს სამკურნალოდ იყენებთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რათა არასასურველი ორსულობისგან და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დაიცვათ თავი.


გაითვალისწინეთ, რომ ბეპანთენი მხოლოდ გარე გამოყენებისთვის არის და იგი თვალში არ უნდა მოიხვედროთ. თუ ეს მაინც მოხდა, შეგიძლიათ, გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად ადგილი უბრალოდ წყლით მოიბანოთ.


ეფექტიანი მკურნალობისთვის უმჯობესია, ექიმმა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილი იქნება თქვენთვის ამ მალამოს მოხმარება. მართალია, იგი სერიოზულ ზიანს ნაკლებად მოგიტანთ, თუმცა, შესაძლოა, კანის ყველა პრობლემა ვერ მოაგვაროს. ამ შემთხვევაში ექიმთან მისვლით დროს დაზოგავთ და გართულებებსაც აიცილებთ თავიდან.


თუკი ბეპანტენის გამოყენება თქვენთვის მიზანშეწონილი აღმოჩნდა, მის შეძენას PSP-ს სააფთიაქო ქსელშიც შეძლებთ.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ბეპანტენი
მსგავსი სიახლეები
„თეგეტა
მოტორსი“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება და 5 ივნისს
კამპანიას, „არ გადაყარო, ჩააბარე“, ქუთაისში იწყებს.
09:00 / 05.06.2025

„თეგეტა მოტორსი“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება და 5 ივნისს კამპანიას, „არ გადაყარო, ჩააბარე“, ქუთაისში იწყებს.

დათუნა ალადაშვილი ქუთაისი ქართული კულტურის ისტორიული სამშობლოა
13:23 / 06.05.2025
დათუნა ალადაშვილი ქუთაისი ქართული კულტურის ისტორიული სამშობლოა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.