„თეგეტა მოტორსი“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება და 5 ივნისს კამპანიას, „არ გადაყარო, ჩააბარე“, ქუთაისში იწყებს.
გარემოსდაცვით კამპანიაში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეებს ადგილზე (ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. მე-9 ჩიხი №2ა) „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩაბარების პუნქტი დახვდებათ. შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამმუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებასაც კომპანია უზრუნველყოფს.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჯანსაღი ეკოსისტემის შესაქმნელად აუცილებელია, საავტომობილო ნარჩენები გარემოში არ მოხვდეს და არ დააბინძუროს ის. „თეგეტა მოტორსში“ ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობასა და გავლენებს და მუდმივ რეჟიმში გაგვაქვს ნარჩენები, გადავამუშავებთ მათ და ახალ სიცოცხლეს ვძენთ.
ზოგადად, გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ ბიზნესპროცესის განუყოფელი ნაწილია. კამპანიის - „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - წამოწყებით მოქალაქეებს თბილისის შემდეგ ახლა უკვე ქუთაისშიც ვაძლევთ შესაძლებლობას, გახდნენ მწვანე ინიციატივის მონაწილეები და თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოზე ზრუნვაში“.
„თეგეტა მოტორსი“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, წლებია, ხელს უწყობს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“
დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტი“ ყოველთვის უჭერს მხარს
გარემოსდაცვით ინიციატივებს. „თეგეტა მოტორსთან“ ერთად,
წლების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ტონობით მეორადი
საბურავი, აკუმულატორი და ზეთი შევაგროვეთ და გადავამუშავეთ.
საავტომობილო პროდუქტები პირველადი გამოყენების შემდეგ სპეციფიკურ,
სახიფათო ნარჩენებად გადაიქცევა. თუ ამ ნარჩენების მართვა კანონის
შესაბამისად არ წარიმართა, დედამიწას სერიოზული ზიანი
მიადგება“.
აქციის ფარგლებში კი, „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ორივე ფილიალში (ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. მე-9 ჩიხი №2ა და აღმაშენებლის გამზირი №99) მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებიც დახვდებათ:
მწვანე დღეების ფარგლებში, ადგილზე მისულ სტუმრებს ასევე დახვდებათ „თეგეტა მოტორსის“ იმ ბრენდების პროდუქტების სტენდი, რომლებიც პროდუქციის წარმოებისას გარემოზე ზრუნვის კომპონენტს ითვალისწინებენ.
მათ შორის არის VARTA, რომლის აკუმულატორებიც 90%-მდე გადამუშავებადია, რაც ამცირებს ნარჩენების რაოდენობას. პარალელურად კი კომპანია ახალ პროდუქციას ეკომეგობრულ წყაროებზე დაყრდნობით აწარმოებს. ბრენდის აკუმულატორებში გამოყენებული ტყვია გადამუშავებულია და კვლავ ბრუნდება წარმოებაში, ეს კი ბუნებრივი რესურსების გამოყენებას ამცირებს. ახასიათებს ენერგოეფექტურობაც - მისი ბატარეები გამოირჩევა ხანგრძლივი მუშაობით, რაც ნაკლები ბატარეის მოხმარებასა და, შესაბამისად, ნაკლებ ნარჩენს ნიშნავს. VARTA-ს Start-Stop ტიპის ბატარეები ხელს უწყობს საწვავის მოხმარების შემცირებას და, შესაბამისად, ამცირებს CO₂ ემისიას.
PERONAS - საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების მწარმოებელი გლობალური ბრენდი ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლებ პლასტმასას იყენებს. შესაბამისად, მისი შეფუთვები, სხვა ბრენდებთან შედარებით, თხელი და ეკომეგობრულია. ამ გზით კომპანია ცდილობს, შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება და 2050 წლისთვის მიზნად ისახავს, მიაღწიოს ნულოვან ემისიებს. „თეგეტა მოტორსი“ 2022 წლიდან ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია.
BRIDGESTONE - მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი მომხმარებელს ეკომეგობრულ ხაზს სთავაზობს. Bridgestone Ecopia ახალი სტანდარტია საბურავების წარმოების სფეროში. ისინი ორჯერ უფრო გამძლე და მდგრადია და ორჯერ უფრო მეტხანს ემსახურება მომხმარებელს. ასევე უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას და არის 75%-ით გადამუშავებადი.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები