ახალი ამბები
შსს-მ ხარაგაულში გვირაბის ჩამონგრევაზე გამოძიება დაიწყო
FaceBook

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ჩამონგრევის ფაქტზე, სადაც ორი მუშა დაშავდა, შინაგამ საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყებაში განმარტავენ, რომ შემთხვევაზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს.

შემთხვევა ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბში 29 ივლისს მოხდა. გვირაბის ჩამოშლის შედეგად  ორი მუშა დაშავდა. საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების ხელმძღვანელის ვიტალი გიორგაძის თქმით, მუშას კლინიკა "ლანცეტში" გამოკვლევები უტარდება.

გვირაბის ჩამონგრევის შედეგად, ასევე დაშავდა მეორე მუშაც, რომელსაც ხელზე მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.

"მეორე მუშის მდგომარეობა კი სტაბილურია",  -  განმარტავს საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების დირექტორი, ვიტალი გიორგაძე. რკინიგზის პროფკავშირებმა აღნიშულ გვირაბში ინსპექტირება 2 თვის წინ განახორციელეს და დარღვევები აღმოაჩინეს.

"შრომის უსაფრთხოება აბსოლიტურად დარღვეულია", - ამბობს ვიტალი გიორგაძე.

ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას საქართველოს რკინიგზის მიერ დაქირაევული კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო" ახორციელებს.


ამავე თემაზე:

ხარაგაულში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად მუშები დაშავდნენ

"შრომის უსაფრთხოება აბსოლიტურად დარღვეულია" - პროფკავშირები ხარაგაულში მომხდარ შემთხვევაზე

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.