რეგიონი
ბაღდათში მოსახლეობა ნარჩენების ურნის დადგმას ითხოვს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოსახლოება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნაგვის ურნების დადგმას ითხოვს. მოსახლეობას შენიშვნები განსაკუთრებით ქალაქში არსებული სატრანსპორტო გაჩერებების მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს, რომლიც  მათივე თქმით, სულ დანაგვიანებულია.  

"ძალიან მაწუხებს ასეთი სიტუაცია რომ არის აქ. დღის განმავლობაში რამდენი კაცი ელოდება აქ მარშუტს, ზოგმა სიგარეტი მოწია, ზოგმა მზესუმზირა ან რაღაც ჭამა და ძირს დააგდო. აივსო ნაგავით აქაურობა. მე აქ ყვავილებს ვყიდი და დასაწყობი რკინა სულ სიგარეტის ნამწვავებით და ქაღალდებით მხვდება გამოტენილი. არ ვიცი ვისი ვალდებულებაა, გამგეობაა თუ "კომგანი" აქ პატარა ურნა დადგან, რომ მგზავრებმა გამოიყენონ", - ამბობს ბაღდათის ერთ-ერთი მკვიდრი.

ბაღდათის გამგეობის ააიპ კომუნალურ გაერთიანებაში  განმარტავენ, რომ ქალაქის დასუფთავებაზე ოთხმოცი კაცისაგან შემდგარი ჯგუფი მუშაობს.

ააიპ ბაღდათის კომუნალური გაერთიანების დირექტორი ამბერკი რობაქიძე ამბობს,  რომ პატარა ურნების შეძენას გეგმავენ. თუმცა, აღნიშნავს, რომ ქალაქის დასუფთავებას მოსახლოებამაც უნდა შეუწყოს ხელი. 

"მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს, რომ ხელი შევუწყოთ ქალაქის დასუფთავებას. პრობლემების შექმნა ყველაზე იოლია. პატარა ურნები, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უნდა იყოს, მალე შევიძენთ, კერძო პირმა კი თავისი ადგილის დასუფთავება თავად უნდა უზრუნველყოს ერძო მოვაჭრეებს ჩვენ ურნებს ვერ დავუდგამთ", - ამბობს ამბერკი რობაქიძე.

ქალაქის მასშტაბით სულ სამასამდე ურნა დგას, რომლებსაც სამი დასუფთავების მანქანა ემსახურება. მათ შორისა ორი ახალი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურისთვის ერთი წლის ბიუჯეტი 530 000 ლარს შეადგენს.


თეონა წითაძე
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით,
წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის  დირექტორმა გიორგი ბენიძემ, 
მეხუთე კლასის სამი მოსწავლე,  კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობის
დროს  დააჩოქა.
15:47 / 10.10.2019

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის  დირექტორმა გიორგი ბენიძემ,  მეხუთე კლასის სამი მოსწავლე,  კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობის დროს  დააჩოქა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.