ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ნაძვის ხეები "თიბისი" ბანკის მიმართვის შემდეგ მოჭრა
FaceBook
ქუთაისში, "თიბისი" ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბანკის თანამშრომლები ავტომანქანებს აპარკინგებენ, ორი ნაძვი მოჭრეს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ხეები განზრახ გაახმეს, რადგან ბანკის წინ პარკირების ადგილი გაფრთოებულიყო.

როგორც ირკვევა,  "თიბისი" ბანკმა ქუთაისის მერიას ხეების დაზიანების  შესახებ აცნობა, რის შემდეგაც მერიის შესაბამისმა სამსახურმა ხეები მოჭრა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ხეები დაზიანებული იყო  და უსაფრთხოების მიზნით მათი მოჭრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.


"მერიას მომართა "თიბისი" ბანკმა, რომ ორივე ხე იყო გამხმარი. კეთილმოწყობის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაავალა ააიპ "სპეცსერვისებს". ააიპის თანამშრომლებმა ადგილზე შეისწავლეს ხეების მდგომარეობა. ორივე აღმოჩნდა გამხმარი და უსაფრთხოების მიზნით მიიღეს მათი მოჭრის გადაწყვეტილება", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

მერიის ინფრომაციით, "თიბისი" ბანკის წინ პარკირების ადგილი მუნიციპალური საკუთრებაა.

"თიბისი" ბანკში აცხადებენ, რომ პარკირების ადგილი მხოლოდ  ბანკის თანამშრომლებისთვის არ არის და იქ ადგილის დაკავება მომხმარებელსაც შეუძლია. რაც შეეხება იმას, მოხდა თუ არა ხეების მიზანმიმართულად მოჭრა,  როგორც ბანკის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის მოადგილემ, კონსტანტინე ბურდილაძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა,  მომხდარს შეისწვალიან და   საკითხზე პოზიციას ორშაბათს, 15 ივლისს დააფიქსირებენ.







Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ნაძვი
მსგავსი სიახლეები
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა
ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა
მორიგი დაპირება მოისმინეს.
11:27 / 18.05.2024
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა მორიგი დაპირება მოისმინეს.
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის
ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც
აღნიშნეს.
14:41 / 17.05.2024
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც აღნიშნეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.