ვიდეო
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის შენობას (ვიდეო)
FaceBook
შენობაში პირველად წმინდა ნინოს სასწავლებლი იყო, რომელსაც ქალთა გინაზიას უწოდებდნენ.



რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე,
რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ? რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.

ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.

თვეში ორჯერ (შაბათს) – კუტაისიპოსტ.გე-ზე ადევნეთ თვალი ჩვენს რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის შენობას? (ნახეთ ვიდეო).


###

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის შენობაში წინა საუკანეში სხვადასხვა უწყება იყო განთავსებული. თუმცა, შენობა თავის დროზე სასწავლო დანიშნულებისთვის აშენდა.
შენობაში პირველად წმინდა ნინოს სასწავლებლი იყო, რომელსაც ქალთა გინაზიას უწოდებდნენ. ქალთა გინაზიის შემდეგ კი, შენობის ნაწილში სამთო სამშენებლო ტექნიკუმი, ხოლო ნაწილში გრუზუგოლმა დაიკავა.

წიგნის "ქუთაისო ჩემო დედავს" -ის ავტორის ზურაბ ჯავახაძე იხსენებს, 80-იან წლებში შენობაში შენობა ტყიბულის ქვანხაშირის სამმართველოს გადაეცა. სწორედ, ამ სამმართველოს გაუქმების შემდეგ შენობაში ქალაქის მესამე საჯარო სკოლა განთავსდა, რომელიც მანამდე წერეთლის ქუჩაზე, ამჟამინდელ, ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში იყო განთავსებული.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.