პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძის დეპუტატობის ოთხი წელი (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის ოთხწლიანი მუშაობის ვადის ამოწურვამდე სამი თვე დარჩა.

როგორ აფასებენ ადგილობრივები მაჟორიტრი დეპუტატის მუშაობას, რას ელოდნენ და რა მიიღეს მისგან, ამ მიზნით "ქუთაისიპოსტმა" გამოკითხვა ჩაატარა.

შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 50 ადამიანიდან სანიკიძის ოთხწლიან მუშაობას 45 არადამაკმაყოფილებლად აფასებს:



გუბაზ სანიკიძე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. მან ამომრჩეველთა ხმების 52,28% მიიღო.


სანიკიძის ბიურო

გუბაზ სანიკიძის ბიურო ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. მოქალაქეებისგან განსხვავებით, მაჟორიტარის მუშაობას ბიუროს თანამშრომელები დადებითად აფასებენ.

"ალბათ, რაღაცები შეიძლება ვერ გავაკეთეთ, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც დადებით შეფასებას მივცემდი ბიუროს მუშაობას, რადგან არც ერთი წერილი რეაგირების გარეშე არ გაგვიშვია", - ამბობს მაჟორიტარი ბიუროს წარმომადგენელი, თეა თათელიშვილი.

ის 5 თანამშრომლიდან ერთადერთია, რომელიც დეპუტატისთვის განკუთვნილი კაბინეტის კარს ყოველდღიურად აღებს.

"ქუთაისიპოსტის" მისვლის მომენტში, ბიუროს ხელმძღვანელი, მამუკა ნიკიფი ადგილზე არ იმყოფებოდა. არყოფნის მიზეზი, როგორც თათელიშვილმა განმარტა, საპატიო გახლდათ.

მამუკა ნიკიფი ბიუროს რიგით მესამე ხელმძღვანელია. პირველად მას, გელა გაბადაძე ხელმძღვანელობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს დეპუტატის მანდატის მიღების შემდედ, ის ამირან ვაშაკიძემ ჩაანაცვლა. 

როგორც ბიუროს წარმომადგენელი თეა თათელიშვილი ამბობს, გუბაზ სანიკიძემ ოთხი წლის განმავლობაში 4 000-მდე მოქალაქე პირადად მიიღო. ასევე, სარეგისტრაციო ჟურნალის მიხედვით, 2012 წლიდან ამ დრომდე გუბაზ სანიკიძის სახელზე 2 930 განცხადება დარეგისტირდა.



"თავიდან ყველას ეგონა რომ სანიკიძეს ყველაფერი შეეძლო ამ მიმართულებით და ლამის მაჟორიტარის კი არა დასაქმების ბიუროდ ვიქეცით", - ამბობს თეა თათელიშვილი.

ის ამბობს, რომ მაჟორიტარმა დეპუატატმა მოქალაქეებს, მათი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, სხადასხვა უწყებებთან უშუამდგომლა.

"ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სოციალურ საკითხზე შემოსულ წერილზე დეპუტატს შესაბამის სააგენტოში შუამდგომლობა დაუყენებია და მომხდარა კონკრეტული პირისთვის ქულების გადამოწმება," - ამბობს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი.

გუბაზ სანიკიძეს თავდაპირველად მოქალაქეების მიღება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით ჰქონდა. თუმცა, მას შემდეგ რაც ის პარლამენტში ვიცე-სპიკერად დანიშნეს, თეა თათელიშვილის თქმით,  მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოში ხვდეობა.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მუშაობა საქართველოს პარლამენტის ბიუროს დებულებით არის განსაზღვრული.

"მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსთვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება" - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის და მისი ბიუროს მუშაობას არეგულირებს.

დებულების მიხედვით,  მაჟორიტარს, ისევე როგორც ბიუროს, ამომრჩევლებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის მხოლოდ შუამავლის როლი აკისრია, რადგან მოქალაქეების მიერ არჩეულ დეპუტატს კონკრტეული პრობლემის მოგვარების ბერკეტი და თანხები არ გააჩნია.

"მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზება, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მონაწილეობა", - ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს დებულებაში.

ამავე დოკუმენტით, განსაზღვრულია ბიუროებისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 60 000 ლარით განისაზღვრა. ეს თანხა მხოლოდ სახელფასო და საოფისე ხარისჯისთვის არის განკუთვნილი.

შესაბამისად, ამ თანხიდან დეპუტატთან დასახმარებლად მისული მოქალაქეებისთვის არცერთი თეთრი არ დახარჯულა.



რეკომენდაციები მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს

მაჟორიტარი დეპუტატების და ბიუროების საქმიანობის შეფასების მიზნით არასამთვარობო ორგანიზაციებმა კვლევები ჩაატარეს. 

2013 წელს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ მომზადებულ ანგარიშში არ მოხვდა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, რადგან ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი კითხვარები უპასუხოდ დატოვეს.

"საერთაშორისო გამჭვირავლობა საქართველოს" პროგრამის მენეჯერის, ლევან ნატროშვილის განმარტებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ დეპუტატების ცნობადაობა დაბალია. მისი თქმით, საქართველოში მაჟორიტარული სისტემა არ ამართლებს.

"ეს სისტემა ყოველთვის ხელისუფლების მხრიდან რეალურად ხმების ასაღებად გამოიყენებოდა. რადგან, მაჟორიტარის ხარჯზე უფრო მეტ ხმას იღებენ. ჩვენ ვამბობდით, რომ პროპორციულ სიაზე გადასვლა კარგი იქნებოდა. თუმცა, ამის ნაცვლად გაიზარდა სამაჟორიტარო ოლქები", - ამბობს ლევან ნატროშვილი.

ანალოგიურად მიიჩნევენ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალშიც. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი განმარტავს, რომ მაჟორიტარული სისტემის პრობლემურობის შესახებ არაერთხელ უსაუბრიათ.

"ჩვენ არაერთ განცხადებაში ვისაუბრეთ და ამის შესახებ პრინციპში საზოგადოებში თანხმობაც არსებობდა. გარდა ერთი საკითხია, თუ როდიდან უნდა გადავსულიყავით სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

მმართველი პარტიის პოზიციით ეს უნდა გახორციელდეს 2020 წლიდან, რასაც ჩვენ არ დავეთახმეთ. ასეთი გადაწყვეტილების გამო, ქვეყანას დამატებით 4 წლის განმავლობაში კიდევ მოუწევს 73 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების შესანახად ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვა, იმ ფონზე, როცა საკმაოდ დაბალია თავად მაჟორიტარი დეპუტატების ცნობადობა და მათი ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში", - განმარტავს სიას ქთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანიანი.

თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ ქუთაისელები, რომლებსაც  მიმდინარე წლის 8 ოქტომრის საპარლამენტო არჩებნებზე ერთი მაჟორიტარი დეპუტატის ნაცვალდ, სამის არჩევა მოუწევთ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.