პოლიტიკა
ქუთაისიდან რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე წასასვლელად ემზადებიან
FaceBook
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
აქციის მონაწილეები ნაწილი ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა შეკრებილი, ნაწილი - სპორტის სასახლესთან, ნაწილიც -  წერეთლის ქუჩაზე. 

''აქციაზე წასვლა არავის დაუძალებია. მივდივარ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. გამჭვირვალობა აუცილებელია. ლგბტ პროპაგანდა დამღუპველია. მივდივარ, რათა ჩემი პოზიცია ამ ფორმით გამოვხატო,'' - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

"ქართულ ოცნების" ქუთაისის შტაბში ამბობენ, რომ აქციაზე ხალხი "თავისი ნებით" მიდის და არავის არაფერს აძალებენ.

"რომ ველოდით სამჯერ მეტი ხალხია. ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით. თავად მოგვამრთავენ და ჩვენ ტრანსპორტირებაში ვეხმარებით. არავის არაფერს არ ვაძალებთ, პირიქით, აქეთ გვეძალებიან,"- ამბობს "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელი და ამავე დროს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე.

აქციაზე წასასვლელად იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტიდანაც. თანამდებობის პირები ჩვენთან საუბარში  დაუფარავად ამბობენ, რომ სამუშაო დღეს არა სამსახურებში, არამედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდასჭერად მიდიან, რომელიც 29 აპრილს, პარლამენტში მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანონ.

"ქართულმა ოცნებამ", 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, რუსულ კანონთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო შეკრება დაანონსა. ცნობილია ისიც, რომ აქციას დაესწრება თავად ბიძინა ივანიშვილიც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ „მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე", რისთვისაც ხელისუფლება მუქარითა თუ მოსყიდვით ყველა რესურს იყენებს.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს მიიღი. მას 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სტუდენტების გაფიცვის პარალელურად, წერეთლის უნივერსიტეტი უმაღლესი
სასწავლებლების ერთობლივი განცხადების ხელმომწერია.
14:39 / 14.05.2024
სტუდენტების გაფიცვის პარალელურად, წერეთლის უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლებლების ერთობლივი განცხადების ხელმომწერია.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები
12:15 / 14.05.2024
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებენ და სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.