პოლიტიკა
"ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიზნად ისახვდა ვიწრო პარტიული ამოცანების გადაჭრას" – გიგა შუშანია
FaceBook
გაერთიანებული ოპოზიცია " ძალა ერთობაშიას" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას აკრიტიკებენ.
"ჩატარებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა არა მერიის მენეჯმენტის გაუმჯობესებას და პრობლემების მოგვარებას, არამედ პოლიტიკური და ვიწრო პარტიული ამოცანების გადაჭრას, რაც დადასტურდა ქუთაისის მერის მიერ საკრებულოში წარმოდგენილი ახალი სტრუქტურით.  იქმნება ერთი ახალი სამსახური და  ერთი ახალი აიპი, ასევე სხვადასხვა სამსახურებში გაზრდილია შტატების რაოდენობა. რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისი მიიღებს გაზრდილ ბიუროკრატიას, დასაქმებული პარტიული აქტივისტებისა და ახლობლების გაზრდილ რაოდენობას და ბიუჯეტიდან მათ შენახვაზე გაწეული ხარჯების ზრდას. ხოლო ქალაქის წინაშე არსებული პრობლემები ისევ უცვლელი დარჩება.


რეორგანიზაციის შედეგად კიდევ უფრო იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე იქმნება ახალი აიპი, რაც "ქართული ოცნების" დანერგილი ტრადიციის შესაბამისად ავტომატურად ნიშნავს პარტიული აქტივისათვის დასაქმების ბიუროს ფუნქციის შესრულებას. ქუთაისის მერმა კულტურის სამსახურის გაუქმების შემდეგ, ეხლა უკვე გადაწყვიტა მერიის აპარატის შემადგენლობაში არსებული კულტურის განყოფილების გაუქმება, რითაც დაადასტურა, რომ მისთვის კულტურა პრიორიტეტი არ არის და მხოლოდ თეატრალური მერის და მსგავსი ტიტულების მიღებაზეა ორიენტირებული.

ასევე გაურკვეველია აუდიტის განყოფილების ნაცვლად აუდიტის სამსახურის შექმნა, როდესაც საზოგადოებას არ უნახავს განყოფილების მიერ მომზადებული არცერთი დასკვნა ჩავარდნილ პროექტებთან და მუშაობის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. უფრო მეტიც განყოფილებამ საზოგადოებას თავი მისი ხელმძღვანელის ირგვლივ განვითარებული სკანდალით დაამახსოვრა თავი", - აცხადებს "გაერთიანებული ოპოზიციის" ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერი გიგა შუაშანია. 

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გასულ წელს დაიწყო, რომელიც 28 თებერვალს უნდა დასრულდეს. 


ავტორი: ლილე ბერაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.