ახალი ამბები
რამდენი სტუდენტი მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაპირებული 1000-ის ნაცვლად
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერთი წლის დაგვიანებით წელს სტუდენტების პირველი ნაკადი  მიიღო.

უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც 60 ათას სტუდენტზეა გათვლილი, დარეგისტრირებული 1112 აბიტურიენტიდან სწავლას 246 პირველკურსელი გააგრძელებს.  თუმცა, ჯერ კიდევ ორი თვის წინ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია 1000 სტუდენტის მიღებას აანონსებდა.

ისინი  კომპიუტერულ მეცნიერებას, მათემატიკასა და მენეჯმენტს შეისწავლიან.

სასწავლებლის ინფორმაციით, უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ ნომრადდ, ხოლო, სტუდენტთა 78%-მა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება.

რეიტინგის პირველ ასეულში არიან გამორჩეული და მაღალქულიანი ახალგაზრდები: ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან და სხვა რეგიონებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს წელს სტუდენტები ეყოლება ასევე რამდენიმე სხვა ქვეყნიდან და მათ შორის აშშ-დან.

,,ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულების მფლობელი სტუდენტი, გამყოფი ხაზის მიმდებარე მცხოვრები, სსიპ წალენჯიხის მუჟავას თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გოგონაა, რომელმაც სახელმწიფო სასწავლო გრანტთან ერთად, KIU-ს გრანტიც (შიდა დაფინანსება) მოიპოვა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე გახდნენ სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული კონკურსის და ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდებიც. მათ შორის, მათემატიკური და ალგორითმული კონკურსის (M ვექტორის) თხუთმეტი ფინალისტი და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორი წარმატებული გამომგონებელი."

მომავალი წლებიდან უნივერსიტეტში რამდენიმე მიმართულების, მათ შორის ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, სამშენებლო ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის, ენერგო ინჟინერიის, განათლების, ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და მედიცინის დამატება იგეგმება.

60 000 სტუდენტზე გათვლილ საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტთა პირველ ნაკადი 2019 წელს უნდა მიეღო. სასწავლებლის მშენებლობის პროექტი, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც მაშინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრეობდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი "ქართუს" დაფინანსებით აშენდა.

ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
12:09 / 29.04.2024
"ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.