21 აპრილიდან ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება
12:56 / 18.04.2018
21 აპრილიდან, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო
გარევაჭრობა აიკრძალება.
ამის შესახებ გარემოვაჭრეებს ზედამხედველობის სამსახურის
წარმომადგენლების მიერ გამაფრთხილებელი ბარათები უკვე ჩაბარდათ.
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე
ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრაზე
გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება გარევაჭრობის მოწესრიგების პროცესს
განაგრძობს. პირველ ეტაპზე ქუთაისის ცენტრი და ბაზრის მიმდებარე
ტერიტორია მოწესრიგდა. მეორე ეტაპი კი ჭავჭავაძის გამზირის
მოწესრიგებას ითვალისწინებს. აღნიშნულ ადგილზე მოვაჭრეებს გაფრთხილება
უკვე მიეცათ.
საკითხის ეტაპობრივ მოწესრიგებაზე არასამთავრობოებს ხელისუფლების
ხედვები, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ
გააცნო.
ქუთაისის მერიაში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კონცეფციის
შემუშავებაზე მუშაობენ, რომელიც მოქალაქეთა მომსახურების დისტანციური
ცენტრის, ე.წ ქოლ-ცენტრის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები